ვანის კულტურის ცენტრში საახალწლო კონცერტი გაიმართა.

საახალწლო კონცერტი გაიმართა.

ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში ა(ა)იპ “კულტურის დაწესებულებების გაერთიანების” ორგანიზებით საახალწლო კონცერტი “დიდები და პატარები” გაიმართა. კონცერტს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
დამსწრე საზოგადოებას საახალწლო განწყობა ადგილობრივმა მომღერლებმა შეუქმნეს. კონცერტის დასასრულს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ და ვანის საკრებულოს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დავით ხარძეიშვილმა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ვანელებს, დარბაზში მსხდომ მაყურებელსა და სრულიად საქართველოს. კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

წყარო: ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა

0
0
(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები