ქუთაისში, კონცერტის ბილეთებმა ჟურნალისტისა და ადგილობრივი ხელისუფლების დაპირიპირება გამოიწვია

ჟურნალისტ ლევან ქემოკლიძეს ქუთაისის მერიამ უჩივლა.

როგორც ქემოკლიძე აცხადებს, ის ქუთაისის პოლიციის მე-2 განყოფილებაში 20:00 საათზე დაიბარეს. მას ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისში, 8 მარტს, ჩანიშნული კონცერტის ბილეთების გატაცებას ედავება.

„მივედი მერიაში და ვუთხარი, რომ ბილეთები მინდოდა, რაზეც მათ უარი მითხრეს. მიპასუხეს, რომ ბილეთები აღარ ჰქონდათ. ამის შემდეგ დავინახე, რომ მაგიდაზე იყო დადებული ბილეთები, ავიღე 17 ბილეთი და ქუთაისის ბაზარში მომუშავეებს დავურიგე. ამის მერე შევიტყვე, რომ მერიამ პოლიციაში მიჩივლა“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას ქემოკლიძის მხრიდან.

“მერიაში მას განუცხადეს, რომ ეს მოსაწვევები სოციალურად დაუცველი ქალბატონებისთვის იყო, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა და ბილეთები მაინც აიღო. ასევე არ ვიცით, რა წაიღო მან მოსაწვევებთან ერთად. ყველაფერს გამოძიება დაადგენს,”- აცხადებს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.

წყარო:http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 30 times, 1 visits today)

კომენტარები