ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღნიშნეს (ფოტოები ადგილიდან)

ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღნიშნეს (ფოტოები ადგილიდან)

ქუთაისში, ააიპ “სპეციალურ სერვისებში” დასაქმებულმა 450-მდე მეეზოოვემ, მეეზოვის დღე აღნიშნა.

ქალაქის მასშტაბით, დაგვა-დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პირებს პროფესიული დღე მხარის და ქალაქის პირველმა პირებმა მიულოცეს.

სპეცილაური სერვისების ხელმძღვანელ გელა გაგუას თქმით, 450 მეეზოვეს სიმბოლური საჩუქრები, 250 მეეზოვე ქალბატონს კი, ფულადი ჯილდოს სახით 100-100 ლარი გადაეცათ.

“ესენი არიან ადამაიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ქალაქის დასუფთავაბაზე ზრუნავენ. ამინდის მიუხედავად ისინი გამთენიისას ქუჩებში გამოდიან და ჩვენს ქალაქს ასუფთავებენ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მათ პროფესიული დღე მივულოცოთ და წავახალისოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც ჩვენს მეეზოვეებს პროფესიული დღე მიულოცეს, ასევე მადლობას ვუხდი მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც”,- განაცხადა “სპეციალური სერვისების” დირექტორმა გელა გაგუამ.

ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღნიშნეს (ფოტოები ადგილიდან)

ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღნიშნეს (ფოტოები ადგილიდან)

ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღნიშნეს (ფოტოები ადგილიდან)

topnews.com.ge/

0
0
(Visited 245 times, 1 visits today)

კომენტარები