მკვლელობა ჭიათურაში – ნაწამები ქალის ცხედარი ძმამ იპოვა

ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში საკუთარ სახლში მოკლული ქალის ცხედარი იპოვნეს.
როგორც “რუსთავი 2” ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, გარდაცვლილი გაკოჭილი იყო, კისერზე ზეწარი ჰქონდა შემოხვეული და ყელის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მათივე ინფორმაციით, ნაწამები ცხედარი გარდაცვლილის ძმამ აღმოაჩინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში წამების ფაქტს არ ადასტურებენ.

 

 

http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 31 times, 1 visits today)

კომენტარები