Facebook-ის ახალი ემოციები ანუ ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებსა და მარკეტერებს

Facebook-მა „მოწონების“ ღილაკი შეცვალა.  მომხმარებელს კიდევ  6 სხვა ემოციის გამოხატვა შეუძლია. „მოწონება“, „სიყვარული“, Haha, Wow, „მოწყენილობა“ და „გაბრაზება“ ემოციები Like -ის მაჩვენებელზე კურსორის მიტანისას  ჩნდება.

icons
სპეციალისტები ამბობენ, რომ მანამდე არსებული ემოციები  ხშირად შინაარსობრივად შეუსაბამო იყო. ამიტომ, ამ სიახლით მომხმარებელი    სტატუსს, ფოტოსა თუ პოსტს უფრო ზუსტად შეაფასებს. მათი თქმით, ცვლილება ახალ შესაძლებლობებს აძლევს მარკეტერებსაც.

lepsveridzeსარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი  ლევან ლეფსვერიძე :  აშკარად არსებობდა შინაარსობრივი უთანხმოება. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც მასალა (სტატუსი, პოსტი, ფოტო) იყო აღნიშვნის ღირსი, მაგრამ მისი შინაარსიდან გამომდინარე “ლაიქი” “მთლად” სწორედ ვერ გამოხატავდა სათქმელს. მაგალითად, სევდიანი ისტორია, რომელიც მომწონს, მიჩნდება სურვილი “დავალაიქო”, მაგრამ მისი შინაარსის “დალაიქება” კარგს არაფერს ნიშნავს… ამიტომ, მარკმა გაგვიადვილა ემოციების გამოხატვა. “ლაიქი”  ჩაგვიშალა ემოციებში.. ასე უფრო გაგვიადვილდება ჩვენი განწყობის დაფიქსირება ამა თუ იმ პოსტზე.  ეს სიახლე აუცილებლად გაზრდის, ჩართულობას (engagment rate-ის) ერთის მხრივ მკითხველი უკეთ შეძლებს თავის გამოხატვას, რაც დამატებითი სტიმულია რომ შემოვიდეს პოსტთან კონტაქტში. მეორეს მხრივ,  მასალის შემქმნელნი („ქონთენთ ქრეათორები“) ნათლად დაინახავენ რა რეაქციას იწვევს საზოგადოებაში მათი “ნათქვამი”. ეს იქნება ახალი შესაძლებლობა მათთვის ვინც სოც. ქსელს რეკლამისთვის იყენებს.  ბრენდებს უფრო გაუადვილდება  საკუთარ მომხმარებელთან მეგობრული დიალოგის აწყობა.

lukasocialsharks-ის  ბიზნესის განვითარების მენეჯერი  ლუკა ღუღუნიშვილი:  სიახლის საჭიროება განაპირობა იმან, რომ მხოლოდ Like ღილაკი არ იძლეოდა ემპათიის გამოხატვის საშუალებას. ხშირად, „ონლაინ“ სივრცეში მომხმარებლები წუწუნებდნენ, რომ, მაგალითად, ნეგატიური ტიპის „ნიუსზე“ მათ არ შეეძლოთ გამოეხატათ რაიმე ემოცია, გარდა იმისა, რომ დაეწერათ კომენტარი და ა.შ. რეალურად, ახალი ტიპის ემოციებმა შესაძლებელი გახადა, დამატებითი კომენტარების გარეშე დაანახო პოსტის ავტორს, რომ მის მიერ გაზიარებულ- ინფორმაციაზე გაგეცინა, გაბრაზდი, “დასევდიანდი” და ა.შ. ამასთან,  ურთიერთობა ფეისბუქზე უფრო მეტად ინტერაქტიული გახდება. ერთი „კლიკით“ მოახერხებ დააფიქსირო შენი დამოკიდებულება კონკრეტული პოსტის მიმართ. თუ აქამდე Like ღილაკი არ იყო ის, რა ემოციაც გაგიჩნდა ამა თუ იმ ინფორმაციის ნახვისას, ახლა შეძლებ, სხვადასხვა თემატიკის პოსტზე სხვადასხვანაირად “იმოქმედო”.  ამ სიახლით, რეკლამისა და მარკეტინგის კუთხით, ჩნდება უკუკავშირის დანახვის უკეთესი შესაძლებლობა. საშუალება გვექნება, დავითვალოთ ნეგატიური გამოხმაურება არა კომენტარებით, არამედ რეაქციებით. მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გახდება საჭირო, რომ მაგალითად,  გაბრაზებული და აცრემლებული ემოციები არ ჭარბობდნენ პოზიტიურ გამოხმაურებებს. აი, მაგალითი თუ როგორ იყენებს კომპანია ამ სიახლეს მარკეტინგული დანიშნულებით –  www.facebook.com/cocacola

sandroსარეკლამო კომპანია betterfly-ის ციფრული პროექტების მენეჯერისანდრო ხასია:   ემოციის განცდა და გამოხატვა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძირეული და თანდაყოლილი უნარია. Facebook-ის პოსტების კომენტარის მოდულში ახალი ემოციების (emoji) დამატების მიზეზიც, რა თქმა უნდა, მომხმარებელია (ადამიანი). პირადი მესიჯის აპლიკაციებში, მათ შორის FB Messenger-ით მსგავსი ხატულებით კომუნიკაცია უკვე დიდი ხანია შესაძლებელია. ამიტომ, არ მგონია ამ შემთხვევაში რაიმე დიდი ცვლილების წინაშე დავდგეთ. რა თქმა უნდა, ეს შეცვლის მომხმარებლის ინტერაქციას პოსტებთან, თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილებები უფრო მარკეტერების მხარეს იქნება. FB-ის ემოციების საშუალებით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ უფრო მრავალფეროვნად გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის (პოსტის) მიმართ. ამ სიახლით  მარკეტერებს საშუალება ექნებათ “გაზომონ” პოსტების შედეგები ახალი საზომი ერთეულით – რა ემოცია გამოიწვია ამა თუ იმ პოსტმა. ეს კი თავის მხრივ საშუალებას იძლევა უკეთ განისაზღვროს ბრენდის ტონი.

სიახლე  საცდელ რეჟიმშია და მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს, შემდეგ Facebook-ი მას ოფიციალურად „გაუშვებს“.

http://www.marketer.ge/

0
0
(Visited 74 times, 1 visits today)

კომენტარები