‘მკითხველი’-ყველაზე დიდი ქოლ-ცენტრი,რომლის პრიორიტეტი ახალგაზრდების დასაქმებაა

,,მკითხველი“ ყველაზე დიდი ქოლ-ცენტრია, რომელიც დასავლეთ საქართველოში უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს. დღეის მონაცემებით, ორგანიზაციას 150 ახალგაზრდა ჰყავს დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ თავად კომპანიასაც ახალგაზრდა ხელმძღვანელები ჰყავს, რომელთა პრიორიტეტი მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნების გავრცელებაა.
არ აქვს მნიშვნელობა გეოგრაფიულ არეალს, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელიც რაიონის რომელიმე მაღალმთიან სოფელში იმყოფებით თუ ქალაქში, კომპანია ,,მკითხველი“ შეძენილ წიგნზე უფასო კურიერულ მომსახურებას გთავაზობთ.

,,მკითხველი“-ს ,,დაფარვის ზონა“ მთელი საქართველოა,რადგან ქოლ-ცენტრის ოპერატორები მომხმარებლებს უკვე მობილურ ტელეფონებზეც ურეკავენ და სხვადასხვა ფასდაკლებებასა და ექსკლუზივებს სთავაზობენ. კომპანია ,,მკითხველი“ საქართველოში არსებულ ყველა წამყვან გამომცემლობასთან თანამშრომლობს, ამიტომ, ექსკლუზივებით განებივრებულ მომხმარებლებს კომპანიის დახმარებით საშუალება ეძლევათ ისეთი წიგნებიც შეიძინონ, რომლებიც იშვიათია არც ერთ წიგნის მაღაზიაში არ იყიდება.

მუდმივი განახლებისა და მომხმარებლებისათვის სიახლეების შეთავაზების რეჟიმში, კომპანია ,,მკითხველმა“ მეორე, შვილობილი კომპანია ,,მკითხველი უნივერსალი“ შეიძინა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დამატებით, სხვა ტიპის პროდუქტს სთავაზობს. კერძოდ, „მკითხველი“-ს დახმარებით მოქალაქეებს უკვე ,,წყალტუბოს სიროფი“-სა და მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებების შეძენაც შეუძლიათ.

,,იყიდე ქართული-გააძლიერე ქვეყანა“ დევიზით ,,წყალტუბოს სიროფი“ და ,,მკითხველი უნივერსალი“ არც თუ დიდი ხანია რაც თანამშრომლობენ, მაგრამ მომხმარებლებს 12 დასახელების, ნატურაალურ არომატიზატორზე დამზადებულ სიროფს, სხვადასხვა დანიშნულებისთვის სთავაზობენ. ექსკლუზიური მინის შეფუთვით კი მხოლოდ ,,მკითხველი უნივერსალი“-ს მომხმარებლებს შეულიათ ისარგებლონ.

ასევე, ,,მკითხველი უნივერსალი“ შესაძლებლობას გაძლევთ დასავლეთ საქართველოს მასტაბით მხოლოდ მათთან შეიძინოთ ისრაელში,მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები ქალებისათვის, ბავშვებისა და მამაკაცებისთვის. ამჟამად გაყიდვაშია 40 დასახელების პროდუქცია, თუმცა სამომავლოდ ჩამონათვალის ზრდა იგეგმება.

,,ჩვენი ოპერატორები ამომწურავ ინფორმაციას ფლობენ თითოეულ პროდუქციაზე და შეუძლიათ არა მარტო რეკომენდაცია გაუწიონ მომხმარებლებს,არამედ კონკრეტული პრობლემის მოგვარების გზებიც შესთავაზონ. ასევე,ქოლ-ცენტრის ოპერატორები, ამომწურავ ინფორმაციას ფლობენ თითოეულ წიგნსა თუ გამოცემაზე და ვფიქრობ,აღნიშნული მომსახურება მოსახლეობისთვის დამატებიტი კომფორტია“- განაცხადა topnews.com.ge-სთან საუბარში კომოპანია ,,მკითხველი უნივერსალი“-ს დირექტორმა თეონა მჟავანაძემ.

,,მკითხველი“ ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლა“-ში, წერეთლის #4-ში ფუნქციონირებს. კომპანიის ოფისში ვიზიტის შემთხვევაში, მყუდრო და კომფორტული გარემოს გარდა, თქვენ ადგილზე ასევე დაგხვდებათ მხოლოდ მხატვრული ლიტერატურისთვის განკუთვნილი წიგნის სტენდი. კვალიფიციური თანამშრომლები სასურველ წიგნებს ადგილზევე შეგარჩევინებენ. წიგნის შესაძენად საჭირო თანხის არქონის შემთხვევაში, „მკითხველში“ წიგნის დაჯავშნის სერვისი მოქმედებს. უკვე შეძენილ წიგნს კი კურიერი სასურველ ადგილას მოგართმევთ. აღსანიშნავია,რომ უფასო კურიერული მომსახურება ვრცელდება ,,მკითხველისა“ და ,,მკითხველი უნივერსალი“-ს ყველა პროდუქტზე.

http://topnews.com.ge/photo/news/20160229143252.png

ასე რომ, მიადევნეთ თვალი ,,მითხველი“-ს სიახლეებს და შესაძლებლობა მოგეცემათ გახდეთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური პროდუქციის ექსკლუზიური მფლობელები.

http://topnews.com.ge/

1
0
(Visited 960 times, 1 visits today)

კომენტარები