სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი დაუბრუნდებათ

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია იმერეთის რეგიონში სამტრედიის მუნიციპალიტეტში შედგა. პრეზენტაციაზე სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, , სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კახიანი, პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე პაატა ნადირაძე და იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების ოფიციალური პირები. სტუმრები მეტად წარმომადგენლობითი იყო, რაც კანონპროექტის მნიშვნელობაზე მეტყველებს.
სკოლამდელი განათლების რეფორმა საქართველოში უმნიშვნელოვანესი ინოვაციაა. იგი გულისხმობს თანასწორი და ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლების მიღებას საქართველოში. გადამზადდება აღმზრდელ– პედაგოგები და აუმაღლდებათ კვალიფიკაცია. შემცირდება ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა რაც 25 ბავშვს არ აღემატება. მნიშვნელოვანია, რომ აღმზრდელ– პედაგოგები ისარგებლებენ პედაგოგის სტატუსით.
აღნიშნული კანონის ეფექტურად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა, რომელსაც მონიტორინგს გაუწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გახსნილი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განყოფილება. აღმზრდელ – პედაგოგის ხელფასი იქნება მთელ საქართველოში სტანდარტული და იგი გაუთანაბრდება საჯარო სკოლის პედაგოგების თვიურ შემოსავალს. კანონპროექტის განხილვას პალრლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყებენ. ახალი კანონის შესაბამისი განათლება სააღმზრდელო დაწესებულებებში 2017 წლის 1 სექტემბერს დაიწყება.

წყარო: http://samtredia.com.ge/

0
0
(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები