ჰოლოგრამად გადაქცეული შეფუთვა

“Kit Kat”-ის იაპონურმა განყოფილებამ სტუდენტებთან ურთიერთობის და შეტყობინების გაგზავნის ახალი ხერხი მოიგონა.

შეტყობინებები იმ სტუდენტებთან გაიგზავნა, რომელებიც სახლიდან შორს სწავლობენ და გამოცდებისთვის ემზადებიან. სტუდენტების ოჯახის წევრებმა “Kit Kat”-ის შეფუთვის დახმარებით მხარდაჭერის შეტყობინებები გააგზავნეს.

აქციის “KIT MAIL Hologram”-ის ფარგლებში შოკოლადის შეფუთვას სპეციალური კონუსის ფორმის მოწყობილობა მოყვებოდა. მოწყობილობა სმარტფონის და  YouTube-ის საშუალებით ჰოლოგრამას ქმნის. “KIT MAIL Hologram”-ი სტუდენტებისთვის შეტყობინებას მუსიკალური ჯგუფის “DISH”-ის დახმარებით ავრცელებს.

13XWH2OJ_lKqc5bxK7_l mksES4gt_l

0
0
(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები