ახალი Samsung Galaxy A (2016) სმარტფონის პრეზენტაცია 9 თებერვალს გაიმართა

9 თებერვალს  Samsung-ის ბრენდშოპში გაიმართა  ახალი სმარტფონის-  Galaxy A (2016) პრეზენტაცია.

როგორც წარმომადგენლები აცხადებენ, უახლესი Galaxy A სმარტფონი გთავაზობთ შეუდარებელ სტილსა და ტექნოლოგიურ სრულყოფას.

“უახლესი Samsung Galaxy A სმარტფონი უზრუნველყოფილია პრემიუმ დიზაინით, გაუმჯობესებული კამერით. Galaxy A (2016) აერთიანებს სამსუნგის ინოვაციურ დიზაინსა და სისწრაფეს, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალურობა იმ  სიახლით, რასაც ეკრანის სამი განსხვავებული ზომით წარმოგვიდგენს: 5.5-ინჩი A7-ისთვის, 5.2-ინჩი A5-ისთვის და 4.7-ინჩი A3-ისთვის.”

A series“სამსუნგში ჩვენ საკუთარ თავს ვუძღვნით ჩვენს საქმეს, მუდმივ განვითარებას, ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებსა და გამოხმაურებებს”- ბრძანა ბატონმა შინმა, სამსუნგის აღმარულებელმა დირექტორმა და IT-ის და მობილური ბიზნესის ხელმძღვანელმა. “Galaxy A (2016) შექმნისას, ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი მომხმარებლების გამოხმაურება Galaxy A მოდელზე, ანუ ჩვენ ერთად ვიფიქრეთ და უფრო ეფექტურად გავაუმჯობესეთ ფუნქციები, რომ მეტად შეიგრძნოთ სტილისა და ტექნოლოგიური წარმადობის შერწყმა ყოველდღიურ ცხოვრებაში.”

Galaxy A (2016) არ ღალატობს Galaxy სერიის მემკვიდრეობას დიზაინში, ქმნის რა მეტალისა და შუშის ერთობლიობით ლამაზ და ჰარმონიულ პრემიუმ დიზაინს. ახალი Galaxy A უზრუნველყოფს საუკეთესო ხილვადობის გამოცდილებას დავიწროებული გარე პანელის საშუალებით.

Galaxy A (2016) აღჭურვილია გაუმჯობესებული კამერის სისტემით ნათელი და კაშკაშა ფოტო და ვიდეოებისთვის. მისი სისტემა შეიცავს ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციის ფუნქციას (OIS) რომ მინიმალურამდე დაიყვანოს ფოტოს ბუნდოვანება, ის ასევე შეიცავს იშვიათ F1.9 ლინზას, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გადაიღოს ოპტიმალური ფოტოები სიბნელეშიც კი. მეტიც, სამსუნგის სწრაფი ჩატვირთვის ფუნქციის მეშვეობით, „სახლის“ ღილაკის ორჯერ დაჭერის შემთხვევაში, კამერა ირთვება წამზე ნაკლებ დროში. ასევე, მომხმარებელს საშუალება აქვს, გადაიღოს საუკეთესო სელფი, იმ ფუნქციების დახმარებით, როგორიცაა Wide Selfie, Palm Selfie and Beautifying Effects.

contest winnerაღსანიშნავია, რომ 2016 წლის 25 იანვრიდან  7 თებერვლის ჩათვლით Samsung Georgia-ს ფეისბუქის გვერდზე მიმდინარეობდა ფოტო-კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც დაჯილდოვდება ახალი Samsung Galaxy A5 სერიის სმარტფონით სწორედ პრეზენტაციის დღეს, Samsung-ის ბრენდშოპში!

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: www.samsungmobilepress.com

[R]
0
0
(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები