ვანის რაიონში სოციალურად დაუცველ ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები გადაეცათ

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება გაუწია
ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ სოციალურ საკითხებში მინდია ტაბიძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს ვანის რაიონული განყოფილების სოციალურმა აგენტმა ლელა მამასახლისმა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს და შობა–ახალი წელი მიულოცეს.
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ფარგლებში, სოფელ დიხაშხოში მცხოვრებ მურადი ჩხეიძის ოჯახს, რომელიც რვა წევრისგან შედგება, მათ შორის ორი შ.შ.მ პირი და ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები გადაეცათ.

1509971_925677827527483_1755564158388578750_n

წყარო:ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა

0
0
(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები