პროექტი „მომავლის ხეივანი“ სამტრედიაში ოდილავაძის ქუჩას გაამწვანებს

მე–3 საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეების გურამ ხუნწარიას და ზურაბ ახობაძის პროექტი „ მომავლის ხეივანი“ ააიპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“, პროექტის „გაეროს ასამბლეა საქართველოში“ რჩეული გახდა და დაფინანსება მოიპოვა. ზურა ახობაძეს კი აღნიშნული პროექტის ერთ–ერთი მხარდამჭერის „კავკასიის ბიზნეს სკოლის“ სპეციალური პრიზი, 2000 ლარიანი ვაუჩერი ხვდა წილად, რომელსაც იგი აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლებისას გამოიყენებს.
მოსწავლეების მიერ წარდგენილი პროექტის მიზანი ოდილავაძის ქუჩაზე თვითნებური ნაგავსაყრელის გასუფთავება და აღნიშნულ ადგილზე ხეივანის გაშენებას გულისხმობს. კომისიის წევრებმა , რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორებისა და საელჩოების წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული, აღნინული პროექტი 200 პროექტიდან გამოარჩია და სამეულში მოახვედრა.
როგორც პროექტის ავტორებმა აღნიშნეს, ეს მათთვის ამ სფეროში პირველი ნაბიჯებია და სამომავლოდ დიდი სტიმულია.
შეგახსენებთ , რომ ააიპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“, არაერთი საერთაშორისო პროექტი და კულტურულ–საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა აქვს განხორციელებული ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.

096_2 096_3

წყარო: http://samtredia.com.ge/

0
0
(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები