ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვანში მდებარე აფხაზეთიდან დევნილთა დასახლებები მოინახულეს

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ა/რ-დან დევნილთა დასახლებები მოინახულეს.

სტუმრები სოფელ შუამთის ე/წ პროფტექნიკუმის შენობაში და ქალაქ ვანის ყოფილი პროფტექნიკუმის ახლადრეაბილიტირებულ შენობაში შესახლებულ დევნილებს შეხვდნენ.

აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილებს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში მოქმედი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, საჩუქრად კი ჰიგიენური საშუალებები და პირადი მოხმარების ნივთები გადასცეს.

როგორც ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ზვიად კაპანაძემ დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, 2016 წლიდან გაიზარდა როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური სფეროს დაფინანსება და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ნებისმიერ დროს მზადაა, შესაბამისი განცხადების საფუძველზე დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივ მაცხოვრებლებს.

წყარო:

0
0
(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები