როგორ შეიქმნა დედამიწა? მეცნიერების უახლესი კვლევის შედეგები…

image

ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლესი კვლევების თანახმად, დედამიწის შექმნასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აღმოაჩინეს.

 

კალიფორნიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველაზე წამყვან მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. კვლევის თანახმად, დედამიწამ დღევანდელი ფორმა 4.5 მილიარდი წლის წინ, “Theia”-ს პლანეტასთან შეჯახების შედეგად მიიღო.

 

image

 

მეცნიერებმა უკვე წლების წინ დაადგინეს, რომ დედამიწა დაახლოებით მარსის სიდიდის პლანეტას, “Theia”-ს დაეჯახა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც დედამიწა 100 მილიონი წლის იყო. თუმცა ახალი კვლევების თანახმად, ეს არიყო უბრალოდ შეჯახება…

 

image

 

ეს საინტერესო კვლევა NASA-მ დააფინანსა. მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით, ორი პლანეტის შეჯახების შედეგად, მიზიდულობის ძალამ დედამიწა და Theia გააერთიანა.

 

image

 

ამავე კვლევების თანახმად, შეჯახების შედეგად, მოწყვეტილი ნაწილაკებისგან შეიქმნა მთვარეც.

 

image

 

მოგახსენებთ, რომ NASA მთვარეზე ატარებს აპოლოს მისიებს, მისიის მიზანია მთვარედან ჩამოტანილი ქანების და სხვა ნივთიერებების შედარება ჩვენი პლანეტის ქანებსა და ნივთიერებებზე. შედარებების შედეგად მნიშვნელოვანი განსხვავებები დღემდე არ აღმოჩენილა, ეს ფაქტი დაადასტურეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც.

 

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მთვარედან ჩამოტანილი კლდეები შეადარეს ჰავაიდან და არიზონიდან მოპოვებულ ვუკნაურ კლდეებს. ამ შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენი პლანეტის და მის თანამგზავრის კლდეებს შორის ჟანგბადის იზოტოპების არანაირი განსხვავება არ იყო.

 

image

 

მეცნიერების წინა თეორიის თანახმად, დედამიწის და Theia-ს შეჯახების შედეგად, Theia-ს ნაწილი დედამიწას გადაეფანტა, ხოლო ნაწილმა მთვარე შექმნა.

 

image

წყარო : http://ucnauri.com/

0
0
(Visited 119 times, 1 visits today)

კომენტარები