ქუთაისში სკეიტ პარკის მშენებლობაზე 50 000 ლარი დაიხარჯება

ქუთაისელი ახალგაზრდები სკეიტ პარკის მშენებლობას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს სათანადო ორგანოებს და აღნიშნული მოთხოვნით აქციაც მოაწყვეს.

“რამდენიმე თვის წინ გვითხრეს, რომ მიმდინარეობს ადგილის შერჩევა. აღნიშნული პარკის მშენებელობა ხელს შეუწყობს ქუთაისში როლერების, სკეიტის მოყვარულებისა და პარკურით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობის გაზრდას,” – ამბობს ნინო ჭიქვერიძე.

ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ახალგაზრდების მოთხოვნის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია და ახალგაზრდებთან შეხვედრაც მოაწყვეს. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, ბავშვები სკეიტპარკის მშენებლობას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოითხოვდნენ, რისი განხორციელებაც შეუძლებელია.

“ამჟამად, სკეიტ პარკის მშენებლობისათვის გამოყოფილია 50 000 ლარი. პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება და სავარაუდო ადგილად მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი სახელდება,” – აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.

წყარო: http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები