ინტერვიუ ჟურნალისტ მარიამ ლომინაძესთან

imerlebi.ge გაესაუბრა ერთ- ერთ ჟურნალისტ მარიამ ლომინაძეს,რომელიც საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირა“(ს) ჟურნალისტია.

12735937_1043390195706865_1964962098_n

 

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

მარიამ,თქვენ წარმოშვებით ვანიდან ხართ, ბევრმა იცის თქვენს შესახებ. ბავშვობაში რაზე ოცნებობდით და რა გინდოდათ გამოსულიყავით?

12736077_1043390292373522_1526397635_nმარიამ  ლომინაძე:

მეამაყება, რომ ვარ ისეთი რაიონიდან სადაც გალაკტიონმა და ტიციანმა ფეხი აიდგა. ყოველთვის ვარ ვანის გულშემატკივარი და მიხარია მაგ რაიონში სასიკეთო ამბები. წარმატებები ვანს და ვანელებს…

რაც შეეხება კითხვას ყოველთვის მინდოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი. ბავშობაში სარკის წინ ვდგებოდი და ჩართვებს ვაკეთებდი, სხვადასხვა ადგილიდან. აქტიურად ვუყურებდი საინფორმაციო გამოშვებას და წამყვანს ვბაძავდი. (იცინის) მაგრამ როცა გავიზარდე მივხვდი, რომ სხვა სფერო უნდა ამერჩია. ჟურნალისტიკაში შემთხვევით აღვმოვჩნდი და ჩვენი გზებიც გადაიკვეთა. ძალიან საინტერესოა, ერთი და იგივე არასდროს ხდება და ყოველი დღე განსხვავებულია.

 

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა თქვენი წარმატება ამ მხრივ ?

 

12736077_1043390292373522_1526397635_nმარიამ  ლომინაძე:

საერთოდ წარმატება ბევრი შრომისგან მოდის. თუ ადამიანი მიისწრაფვის, რომ მის პროფესიაში იყოს წარმატებული აუცილებლად ბევრი შრომაა საჭირო. ასევე ვეთანხმები გამოთქმას: საჭირო დროს საჭირო ადგილას.

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

მარია,მოდით ბავშვობას დავუბრუნდეთ თქვენი ძირითადი ბავშვობა სად გაატარეთ ?

 

12736077_1043390292373522_1526397635_nმარიამ  ლომინაძე:

ჩემი ბავშვობა სასახლეს – სტუდია “პიონერფილმს” უკავშრდება…. ძალიან საინტერესო იყო იქ გატარებული თითოეული დღე. საერთოდ ძალიან მიყვარს აქტიური ცხოვრება. სწორედ “პიონერფილმმა” განაპირობა ვინ უნდა ვყოფილიყავი მე და რას გავაკეთებდი მომავალში. მიხარია, რომ ჩემი ბავშვობა უკავშირდება “პიონერფილმს” და დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ვეტერანი “პიონერფილმელი”. დღესაც, რომ მივდივარ სასახლეში ისევ დავშვობაში ვბრუნდები, მახსენდება იქ გატარებული თითოეული წამი. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

მარია,რა თვისებებს აფასებთ ადამიანში?

 

12736077_1043390292373522_1526397635_nმარიამ  ლომინაძე:

ადამიანში ვაფასებ ერთგულებას, უბრალოებას. ჩემი აზრით ადამიანურ ურთიერთობაში გულრწფელობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

და ბოლო კითხვაც მარიამ, რას ურჩევთ იმ ბავშვებს ან თუნდაც აბიტურიენტებს და სტუდენტებს ვისაც ჟურნალისტკა აინტერესებს და უნდათ პროფესიონალი ჟურნალისტები გახდნენ?

 

12736077_1043390292373522_1526397635_nმარიამ  ლომინაძე:

მხოლოდ მათ არ ვურჩევდი ვინც ჟურნალისტიკაზე სწავლობს. ვეტყოდი ყველა ადამიანს, რომ არასდროს დაყარონ ფარხმალი და ყოველთვის იბრძოლონ იმისთვის რაც უნდათ. ბევრი მუშაობით, ნებისყოფით, მონდომებით აუცილებლად გამოჩნდება ის გზა რომელსაც ისინი ირჩევენ… შეიძლება ხვალ არ გაგვიმართლოს და არ გამოგვივიდეს.. მაგრამ ზეგ აუცილებლად მივახწევთ მიზანს… მე მაგალითად ასე ვცხოვრობ.

 

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

გმადლობთ,მარიამ საინტერესო ინტერვისთვის.

 

 

12736077_1043390292373522_1526397635_n

12359910_1012947762084442_1151416709643557958_n

2
0
(Visited 311 times, 1 visits today)

კომენტარები