ვანის მუნიციპალტეტის კულტურის ცენტრში ანზორ (ბუჭუნა) მოშიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

დღეს ვანის მუნიციპალტეტის,ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში ანზორ (ბუჭუნა) მოშიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. კულტურის ცენტრის დარბაზში ასევე იმყოფებოდნენ ცნობილი სახეები,გარდაცვლილი მომღერლის ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადოების სხვა წევრები.
ისრაელში მოღვაწე ქართველი მომღერალი ბუჭუნა იგივე ანზორ მოშიაშვილი დაიბადა 1951 წლის 21 იანვარს ქ.ვანში, ტრადიციულ ებრაულ ოჯახში და იქვე ეზიარა მუსიკის სიყვარულს.
1966 წელს მიშა თეთროქალაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა, ქ.ვანის სამუსიკო სკოლასთან არსებული ანსამბლი „საჩინო“,რომელიც ვანელი შემსრულებლებით დაკომპლექტდა.
ანსამლის წევრები ხშირად აწყობდნენ კონცერტებს როგორც საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში ასევე საღვარგარეთ. მათ მიერ შესრულებული სიმღერებიდან აღსანიშნავია „საჩინო“ და „ფიროსმანი“. ანსამბლში „საჩინო“ – 10 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ანზორ (ბუჭუნა) მოშიაშვილი. სწორედ აქ მოხდა მისი როგორც მომღერლის ჩამოყალიბება.
90-იანი წლების ბოლოს მომღერალი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად და თავისი მუსიკალური კარიერაც ისრაელში გააგრძელა.
სამწუხაროდ გასულ წელს ბუჭუნა მოშიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. დღეს ის კიდევ ერთხელ სცენიდან გაიხსენეს ოჯახის წევრებმა,კოლეგებმა, მეგობრებმა და მისი რეპერტუარიდან სხვა და სხვა სიმღერები შეასრულეს .

Posted by Vanelebi on 2016 წლის 8 თებერვალი, ორშაბათი

წყარო: ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა

0
0
(Visited 95 times, 1 visits today)

კომენტარები