ვანის მუნიციპალიტეტს გერბი და დროშა ექნება

ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) საუკეთესო პროექტების შესარჩევი კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა.

 

სხდომას კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ივანიაძე უძღვებოდა.

 

შეთანხმების საფუძველზე მიღებულ იქნა ვანის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის პროექტები, რომლებიც მოწონებულია საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ.

 

პროექტების შერჩევა 2015 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა და საბოლოოდ გამარჯვებულად გამოცხადდა ვანის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი თამაზ ნიკოლეიშვილი.

 

ვანის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის პროექტები საკრებულოს დასამტკიცებლად უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

 

ვანის მუნიციპალიტეტს ისტორიაში პირველად ექნება დამოუკიდებელი სიმბოლიკა – გერბისა და დროშის სახით.

ETANEWSETANEWS

0
0
(Visited 445 times, 1 visits today)

კომენტარები