FACEBOOK-მა გაცნობის სერვისი დააანონსა

Facebook-ს Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ, რომლის დროსაც კომპანიამ ათეულობით მილიარდი დოლარი დაკარგა, სჭირდებოდა რაიმე მასშტაბური სიახლე ზარალის ანაზღაურებისთვის. გუშინ დეველოპერების ყოველწლიურ ფორუმზე, Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ახალი, გაცნობის სერვისი დააანონსა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს შეეძლებათ მეორე ნახევრის პოვნა. აღსანიშნავია, რომ ცუკერბერგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს ფუნქცია იქნება მხოლოდ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეეძლებათ შექმნან ე.წ Dating Profile,  რომლის მონაცემებიც მეგობრებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, გარდა ამისა ალგორითმი მხოლოდ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას შემოგთავაზებთ, რომლებიც თქვენს სამეგობრო წრესთან არ იქნებიან დაკავშირებულნი. როგორც ჩანს, ცნობილი სკანდალის შემდეგ პირად მონაცემებს დიდ ყურადღებას უთმობს ცუკერბერგი, მისი თქმით არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ამერიკაში ყოველი 3-დან 1 ქორწინება სწორედ ინტერნეტის მეშვეობით შედგა. ცუკერბერგის თქმით, ეს აძლევს მას იმის მიზეზს რომ იყოს ძალიან ამაყი და ენთუზიაზმით გააგრძელოს საკუთარი საქმიანობა.

რაც შეეხება იდეას, ის თავისთავად არ არის ინოვაციური, რადგან მსგავსი ფუნქციის მატარებელი უამრავი აპლიკაცია არსებობდა აქამდე. მათ შორის, ყველაზე მსხვილი იყო Tinder, რომლის აქციების ფასი  19%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც Facebook-მა ოფიციალურად დააანონსა ეს სიახლე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კუთხით ალბათ სწორედ Facebook გახდება ლიდერი, რომლის მომხმარებელთა რაოდენობაც 2 მილიარდ ადამიანზე მეტს აღწევს. გარდა ამისა, 26 აპრილს გამოქვეყნდა პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი 49%-ითაა გაზრდილი, რაც Facebook-ის მონაცემებით, ინვესტორებისთვის ნათელი მესიჯია, რომ ბიზნესი მიუხედავად ყველაფრისა, იზრდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს აქვს საკუთარ Profile-ზე მითითებული, რომ მას მეორე ნახევარი არ ჰყავს, მათ ახალი აპლიკაციის გამოყენება უახლოეს მომავალში უკვე შეეძლებათ.

 

bm.ge

0
0
(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები