ქუთაისში დღეს გვირილობის დღესასწაული იზეიმეს

ქუთაისში დღეს გვირილობის დღესასწაული განსხვავებულად იზეიმეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, “გვირილობა 2018” მუხნარის ტყეში საქველმოქმედო ღონისძიებებით აღინიშნა.
იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებმა ტრადიციული სამზარეულოს ნაცვლად მცირე პერფორმანსები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები და რეწვის ნიმუშები წარმოადგინეს.
გვირილობის დღესასწაულის აღნიშვნას ვანის და სამტრედიის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
მუხნარის ტყეში მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იყო ვანში , არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები,ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქტები და ხელნაკეთი ნივთები.
გამოფენა–გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.
„გვირილობის“ ზეიმი სათავეს გასული საუკუნიდან იღებს და მას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.
გადმოცემის თანახმად, ქუთაისელი „გიმნაზისტკები“ სიმბოლურად გვირილებს ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულთა ოჯახებს ეხმარებოდნენ.

 

0
0
(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები