ვანში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. დღეიდან ვანის მუნიციპალიტეტში, მობილიზებული იქნება 7 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა , შესაწამლი აგრეგატებით.

მათ შორის 4 თერმული ნისლის აგრეგატი, 2 -ცივი შესხურების ტექნიკა და 1 სატრაქტორე აგრეგატი.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, სოფლების ტერიტორიები,სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება. ტყისპირა ზოლები „ მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით, რათა აღიკვეთოს ტყიდან მავნებლის გავრცელება დასახლებულ ტერიტროიებზე.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა და საბოლოო ინსტრუქციები ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლებს და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს სურსათის ეროვნული სააგენტოს და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს.
შტაბის კოორდინატორის ლაშა შალამბერიძის განმარტებით, 7 ერთეული ტექნიკა უშალოდ ვანის მუნიციპალიტეტისთვის არის გამოყოფილი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოიყოფა დამატებითი ტექნიკა.
„ჩვენ უახლოეს დღეებში დავიწყებთ შეწამლვის პროცესს. მივალთ ყველა სოფელში, პირველ ეტაპზე კი მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის ინტენსიური გავრცელება ფიქისრდება“, – განაცხადა შალამბერიძემ.
შეწამვლითი სამუშაოების დაწყებამდე 24 საათით ადრე, წინასწარ ეცნობება სოფლის მოსახლეობას,სამუშაოები ვანში 30 აპრილს დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს მთელს მუნიციპალიტეტს.

 

წყარო: ვანის მუნიციპალიტეტის მერია

0
0
(Visited 90 times, 1 visits today)

კომენტარები