ჩინეთის შემდეგ ყველაზე ხელსაყრელი ადგილი საქართველოა კრიპტო ვალუტის გამომუშავებისთვის წერს bitcoin-ი

როგორც წესი, როდესაც ადამიანი ფიქრობს ბიტკოინის მაინინგზე, ისეთი ქვეყნები ახსენდება, როგორიც ისლანდია და ჩინეთია. უმრავლესობა ალბათ ვერც წარმოიდგენს, რომ ევრაზიის რეგიონში მდებარე პატარა საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგის კუთხით ჩინეთის შემდეგ ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მსოფლიოში. ამ შინაარსით სტატია bitcoin.com-ზე გამოქვეყნდა.

სტატიის ავტორის თქმით, კრიპტოვალუტის მაინერების დიდი ნაწილი საქართველოში იყრის თავს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო ცნობილია ღვინით, თუმცა, ბოლო პერიოდში ეს ქვეყანა კრიპტოვალუტის ბუმითაც ხდება პოპულარული:

“საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს. ბოლო რამდენიმე წელია, ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის მაინერები თავს იყრიან საქართველოში, ვინაიდან ამ ქვეყანაში ელექტროენერგია არ არის

ძვირი და რეგულაციებიც ნაკლებია”.

სტატიაში ასევე ნახსენებია კომპანია Bitfury, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მაინერია საქართველოში. თუმცა, ავტორი აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მთავარი მონაცემთა ბაზები ცოტა ხნის წინ გაიყიდა.

მცირე მაინერებს შესაბამისი მოწყობილობები სახლებში აქვთ განთავსებული. მოყვანილია თელავის მცხორების, ბეჟანი ბუჟაიძის მაგალითი, რომელმაც ბითკოინისა და zcash-ის მაინინგით მიღებული შემოსავლის სუბსიდირება მოახდინა. როგორც ბუჟაიძე ამბობს, გასულ წელს, ის 800 დოლარის ოდენობის შემოსავალს იღებდა ყოველ 30-ე დღეს zcash-ის მაინინგით, როდესაც ელექტროენერგიის ხარჯი მხოლოდ 80 დოლარი ჰქონდა თვეში. მისივე თქმით, მისი კიდევ ოთხი მეგობარია ჩართული საქართველოში მაინინგის ინდუსტრიაში.

“ჩვენ აღარ დაგვჭირდება ბანკები, ეს კარგი იქნება საზოგადოებისთვის”, – ამბობს ბუჟაიძე.

ბიუროკრატია საქართველოში და ბიტკოინის მაინინგი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით რეგულაციები მცირეა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ კრიპტოვალუტებში ინვესტირება შესაძლოა სარისკო ყოფილიყო.

“ზოგიერთი ოპოზიციონერი ამტკიცებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, Bitfury-ისთან ფარულად თანამშრომლობს”, – წერია სტატიაში.

გარდა ამისა, ავტორი საუბრობს საქართველოში ელექტროენერგიის ფასებზეც – “საქართველოში 22 ჰიდროელექტროსადგური შენდება, ხოლო 72 მოქმედი სადგურია. მსოფლიოს მასშტაბით კრიპტოვალუტის მაინერები კი საქართველოს უკვე მიიჩნევენ ხელსაყრელ რეგიონად იმისთვის რომ დაიწყონ მაინინგი, შესაბამისად ქვეყანა ხდება ციფრული ვალუტების მაინინგის ეპიცენტრი”.

0
0
(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები