ანდრეი მაკარევიჩი: “ქართული ახალგაზრდობა რუსულად საერთოდ აღარ საუბრობს. მადლობა ჩვენს ბელადებს…”

ცნობილი რუსი მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი თბილისში ამასწინანდელ ვიზიტს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” იხსენებს და წერს, რომ “ქართული ახალგაზრდობა რუსულად საერთოდ აღარ საუბრობს”, რაც “რუსეთის [ჩვენი] ბელადების ბრძნული საგარეო პოლიტიკის” შედეგია.

“პირველად ვსტუმრობდი რეზო გაბრიაძის თეატრს თბილისში. ზღაპარი “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”. აზრი არ აქვს, ამის სიტყვით აღწერას შეეცადო – ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო. არ მეგონა, რომ რაიმეს კიდევ შეეძლო, ჩემზე ამხელა შთაბეჭდილება მოეხდინა…ახალგაზრდობა კი ქალაქში რუსულად აღარ საუბრობს. 5 წლის წინ მეტ–ნაკლებად კიდევ ლაპარაკობდნენ, ახლა აღარ. მადლობა ჩვენს ბელადებს ბრძნული საგარეო პოლიტიკისთვის”,– წერს მაკარევიჩი.  .

წყარო: accent.com.ge

0
0
(Visited 99 times, 1 visits today)

კომენტარები