საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა

2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729.6 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით,  2017 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და 5 471 კაცი შეადგინა.

საქართველოს მოსახლეობის 58.3 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია. წინა წელთან შედარებით კაცების წილი მთელ მოსახლეობაში 0.3 პროცენტით გაიზარდა და შეადგინა 1 791.6 ათასი კაცი, ხოლო ქალების წილი 0.1 პროცენტით შემცირდა და შეადგინა 1 938.1 ათასი კაცი. საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

2018 წელს, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი კაცებისთვის 35 წელი, ხოლო ქალებისთვის 40 წელია. 2017 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 73.5 წელს,

მათ შორის კაცებისათვის 69.2 წელს, ხოლო ქალებისათვის – 77.8 წელს 2017 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 85 451 კაცი, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობამ 83 239 კაცი შეადგინა. იმავე პერიოდში მიგრაციული სალდოს (სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობას შორის) უარყოფითი მაჩვენებელი (-2 212) დაფიქსირდა.

 

წყარო: accent.com.ge

0
0
(Visited 11 times, 1 visits today)

კომენტარები