კვირა, დეკემბერი 15, 2019
Home > oops სიახლეები > ქუთაისში 2019 წლის წარმატებული კომპანიები და ადამიანები გამოვლინდებიან-გახდი რჩეული!

ქუთაისში 2019 წლის წარმატებული კომპანიები და ადამიანები გამოვლინდებიან-გახდი რჩეული!

54 ნახვა

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს პიარჯგუფი გთავაზობთ ღონისძიებას სახელწოდებით “წლის კომპანიები”-სა და ადამიანების” დაჯილდოვება 2019″.
მასშტაბურ დაჯილდოვების ღონისძიებაზე ის საუკეთესო ბიზნესკომპანიები და ადამიანები გამოვლინდებიან, რომელთაც ქვეყნის, იმერეთის რეგიონისა და ქუთაისის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ.

წარმატებულ, ფინანსურად გამართულ და ბიუჯეტში კეთილსინდისიერად გადამხდელი კომპანიის წარმომადგენლებს საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესო კომპანიის “ჯილდო” და მათ სფეროში საუკეთესოს სიგელი გადაეცათ.

“ტოპნიუსის” პიარჯგუფმა მასშტაბური ღონისძიება 2018 წელს დააფუძნა. დაჯილდოვების ღონისძიება რესტორან “ამირანში” გაიმართა, სადაც მოსულ სტუმრებს წითელი ხალიჩა, თბილი გარემო, გემრიელი კერძები და სასიამოვნო მუსიკა დახვდათ.

მასშტაბური დაჯილდოვების ღონისძიება მიმდინარე წლის 20 დეკემბერს გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 598 38 27 60; 598 98 49 50.

topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *