ორშაბათი, სექტემბერი 23, 2019
Home > სპროტული ამბები > ქუთაისის მერია ‘ტორპედო’-ს იბრუნებს, კლუბის პრეზიდენტად კი ბოტანიკური ბაღის დირექტორს ნიშნავს

ქუთაისის მერია ‘ტორპედო’-ს იბრუნებს, კლუბის პრეზიდენტად კი ბოტანიკური ბაღის დირექტორს ნიშნავს

102 ნახვა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი “ტორპედო” კვლავ ქალაქის მერიას უბრუნდება.

კლუბის პრეზიდენტად ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი თეიმურაზ ჩეჩელაშვილი ინიშნება.

ქუთაისის “ტორპედო” 2017 წელს აუქციონის გზით ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ შეიძინა, თუმცა მისმა საქმიანობამ კლუბი დაშლის პირას მიიყვანა. თუ ძველმა ფეხბურთელებმა “ტორპედო” სახელფასო დავალიანების მიზეზით დატოვეს, ცნობილი ხდება, რომ ხელფასი არც გუნდის ახალ ფეხბურთელებს მიუღიათ. 

“მერიამ დაიწყო გუნდის დაბრუნების პროცესი. მე ვიქნები მერის ნდობით აღჭურვილი პირი “ტორპედო”-ში, ვიდრე გუნდის დაბრუნება მოხდება. ჯერ გუნდს ჰყავს პრეზიდენტი და მან ორშაბათამდე ითხოვა ვადა, რომ ფინანსური და სხვა საკითხები მოაგვაროს,”- ამბობს თეიმურაზ ჩეჩელაშვილი.

topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *