ორშაბათი, სექტემბერი 23, 2019
Home > საიხლეები > რა იცვლებაა ქუთაისში საავტომობილო გზებზე-ინფორმაცია მძღოლებისათვის

რა იცვლებაა ქუთაისში საავტომობილო გზებზე-ინფორმაცია მძღოლებისათვის

98 ნახვა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან სრულად აღდგება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეუზღუდავად შეძლებენ. ამ დროისთვის რუსთაველზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, რაც მანქანების მოძრაობას ხელს არ შეუშლის. სამარშუტო ტაქსები დადგენილი სვლა გეზით შეძლებენ გადაადგილებას.

რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩას, მოძრაობა ძველ სვლა-გეზს დაუბრუნდება, ქუჩა ისევ ცალმხრივი გახდება და ავტომობილები ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილებას რუსთაველის გამზირიდან შეძლებენ.

გველესიანის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივი იქნება, თუმცა აღნიშნული ქუჩიდან დუმბაძის ქუჩაზე ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილება აიკრძალება. დუმბაძის ქუჩაზეც მოძრაობა ძველი სვლა-გეზით აღდგება, ქუჩა ცალმხრივი გახდება ცენტრიდან აღმაშენებლის გამზირამდე. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდა, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ნიშნულები. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მლნ ლარზე მეტით დაფინანსდა.

topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *