პარასკევი, ნოემბერი 22, 2019
Home > oops სიახლეები > 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ASUS-მა ახალი ლეპტოპი გამოუშვა

30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ASUS-მა ახალი ლეპტოპი გამოუშვა

153 ნახვა

ტაივანური ბრენდი ASUS 30 წლის გახდა და ამასთან დაკავშირებით ახალი ლეპტოპი – The Zenbook 13 გამოუშვა. ლეპტოპი ბრენდმა შეზღუდული რაოდენობით გამოსცა. მას განსაკუთრებული და ორიგინალური ვიზუალი აქვს. იგი მარგალიტისფერია – გარედან თეთრი ტყავი აქვს შემოკრული და ოქროს დეტალებსაც მოიცავს.

The Zenbook 13 13.3 დუიმიანი ლეპტოპია, რომელსაც სრული HD ეკრანი აქვს. 16 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერების მქონე ლეპტოპს ასევე აქვს პატარა მობილურის ზომის ეკრანი “თაჩპადის” ადგილზე, საიდანაც სხვადასხვა ფუნქციის ამოქმედებაა შესაძლებელი. იგი დაახლოებით ერთ კილოგრამს იწონის და მისი ბატარეია 13.2 საათის განმავლობაში ძლებს. ლეპტოპს ასევე აქვს სახის ამომცნობი დეტექტორი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მისი განბლოკვა.

თუმცა, ალბათ, რაც ამ ლეპტოპს ყველაზე მეტად გამოარჩევს, მისი ვიზუალია. მას გარედან იტალიური თეთრი ტყავი აქვს გარშემოკრული. ლოგო, რომელიც მასზეა განთავსებული ასუსის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით არის შექმნილი. ლეპტოპს ასევე მოჰყვება ორიგინალური ვიზუალის აქსესუარები – ტყავის გარსაცმი და მარგალიტისფერი მაუსი. ლეპტოპს აქსესუარებთან ერთად ორიგინალური შეფუთვაც აქვს – სპეციალურ ყუთებში ისინი იყიდება.

მისი ყიდვა მხოლოდ ასუსის მაღაზიებშია შესაძლებელი და იგი $1.399.99 ღირს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *