სამშაბათი, აგვისტო 20, 2019
Home > oops სიახლეები > 5 ქართველი მოსწავლის მოგზაურობა NASA-ში – რას ყვებიან მოზარდები დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შესახებ

5 ქართველი მოსწავლის მოგზაურობა NASA-ში – რას ყვებიან მოზარდები დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შესახებ

113 ნახვა

ხუთი ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე ერ­თკვი­რი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მეც­ნი­ე­რის სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლი­დან – NASA-დან (აე­რო­ნავ­ტი­კის და კოს­მო­სუ­რი სივ­რცის კვლე­ვის ეროვ­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო) დაბ­რუნ­და.

სო­ფიო, მა­რი­ა­მი, გი­ორ­გი, ალექ­სან­დრე და იონა ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათი გუნ­დი – “ობერ­ტო­ნი” მე­ხუ­თე გუნ­დია, რო­მე­ლიც ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში NASA-ს პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თო და ჰი­უს­ტო­ნის კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის ერ­თკვი­რი­ა­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა გა­ი­ა­რა.

-0:14

ხუ­თე­ულ­მა გა­მარ­ჯვე­ბა პრო­ექ­ტით – „ბარ­ნის სმარტ ლა­ბი­რინ­თი“ მო­ი­პო­ვა. მათი გა­მო­გო­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ხდე­ბა მე­დი­კა­მენ­ტის მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ თაგ­ვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცია, რაც აად­ვი­ლებს მეც­ნი­ე­რე­ბის შრო­მას და ზო­გავს მათ დროს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ზო­გადსა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის კუ­რა­ტო­რო­ბით შე­იქ­მნა.

NASA-ს კოს­მო­სურ ცენ­ტრში ქარ­თველ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა აა­წყვეს მარ­სის რო­ვე­რე­ბი და გუნ­დურ შე­ჯიბ­რე­ბა­შიც მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­ვე და­აპ­როგ­რა­მეს ავ­ტო­მა­ტუ­რი რო­ბო­ტი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დაბ­რკო­ლე­ბას წარ­მა­ტე­ბით არ­თმევ­და თავს. მო­ზარ­დე­ბი შეხ­ვდნენ ას­ტრო­ნავტ მა­იკლ ფორ­მენს, რო­მელ­საც NASA-ს ორ კოს­მო­სურ მი­სი­ა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი (STS-123, STS-129).

“ობერ­ტო­ნის” წევ­რებ­მა – სო­ფიო ჩიხ­ლა­ძემ, მა­რი­ამ გამ­რე­კე­ლაშ­ვილ­მა, გი­ორ­გი რი­გიშ­ვილ­მა და ალექ­სან­დრე ქა­ჯა­ი­ამ AMBEBI.GE-ს სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს (იონა იო­ბი­ძე, გუნ­დის მე­ხუ­თე წევ­რი, ინ­ტერ­ვი­უს არ დას­წრე­ბია):

– რო­გორ შეხ­ვდნენ თქვენს გა­მო­გო­ნე­ბას აშშ-ში და რა შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღეთ?

გი­ორ­გი: ყვე­ლას უკ­ვირ­და, ამ თე­მის მი­მართ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი. სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლე­ბი ვართ, ვინც ასე­თი რამ შევ­ქმე­ნით, ამი­ტომ, ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ხვდე­ბო­და ჩვენს პრო­ექტს და კი­დევ მეტ წარ­მა­ტე­ბას გვი­სურ­ვებ­დნენ. მარ­თლა გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ამ საქ­მე­ში პირ­ვე­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდით, აქამ­დე არა­ვის უფიქ­რია „ბარ­ნის სმარტ ლა­ბი­რინ­თის“ შექ­მნა.

ალექ­სან­დრე: ვა­შინგტონ­ში შეხ­ვედ­რა გვქონ­და ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან. სამი დღის შემ­დეგ კი ჰი­ი­უს­ტონ­ში გავფრინ­დით, იქ უკვე NASA-ს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთი კვი­რა გა­ვა­ტა­რეთ.

სო­ფიო: NASA-ს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ეს არის სას­წავ­ლო ბაზა, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ყო­ველ წელს ეწყო­ბა, სა­დაც დი­ლის 8 სა­ა­თი­დან დღის 4 სა­ა­თამ­დე ვრჩე­ბო­დით.

ვა­შინგტონ­ში ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას პა­ნე­ლი მო­ე­წყო, ის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ქა­ლე­ბის ჩარ­თვას ეხე­ბო­და, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ. ვი­ყა­ვით შეხ­ვედ­რა­ზე მი­ჩი­გა­ნის კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რო­მელ­მაც კონ­გრე­სის ტური ჩაგ­ვი­ტა­რა, ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის კომ­პაქ­ტის დას­რუ­ლე­ბის აღა­სა­ნიშ­ნა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მი­ღე­ბა მო­ე­წყო და იქაც მიგ­ვიწ­ვი­ეს.

მა­რი­ა­მი: ერ­თკვი­რი­ა­ნი პროგ­რა­მა მო­ი­ცავ­და გარ­კვე­ულ აქ­ტი­ვო­ბებს, მათ შო­რის იყო რა­კე­ტის აწყო­ბა-გაშ­ვე­ბა, მარ­სის ჰა­ბი­ტა­ტის შექ­მნა, მარსზე­მა­ვა­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შექ­მნა, სით­ბო­სა და სი­ცი­ვის მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა. გუნ­დე­ბად ვი­ყა­ვით და­ნა­წი­ლე­ბუ­ლე­ბი და პა­ტა­რა შე­ჯიბ­რე­ბა­შიც ჩა­ვერ­თეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ნელს, იქ ყვე­ლამ გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვე­ნი აზრი. იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კი­თხვებს გვის­ვამ­და – რო­გორ გა­დავ­ლა­ხეთ დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, რო­გორ ჩა­ვერ­თეთ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში, რა პრობ­ლე­მა შეგ­ვხვდა, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი გვქონ­და. რას ვფიქ­რობ­დით და რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, წინსვლა.

– ვიცი, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს, ამე­რი­კელ ას­ტრო­ნავტს შეხ­ვდით. მოგ­ვი­ყე­ვით ამ შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ.

გი­ორ­გი: მა­იკლ ფორ­მე­ნი ორ მი­სი­ა­შია ნამ­ყო­ფი. ასე­ვე ხუთ­ჯერ იყო კოს­მოს­ში გა­სუ­ლი. მოგ­ვიყ­ვა თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ. გვე­სა­უბ­რე­ბო­და მის თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯ­ზე, რო­გორ მი­აღ­წია ამ შე­დე­გებს.

სო­ფიო: იმა­საც მოგ­ვიყ­ვა, რომ ერთ-ერთ ას­ტრო­ნავ­სტს ისე მო­ე­წო­ნა კოს­მოს­ში ყოფ­ნა, რომ იქ დარ­ჩე­ნა უნ­დო­და, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ეყ­ვი­რათ, რომ ჟანგბა­დი უთავ­დე­ბო­დათ და უკან და­აბ­რუ­ნეს.

გი­ორ­გი: გვი­თხრა ისიც, რომ მი­სი­ამ­დე მხა­რი სტკი­ო­და და კოს­მო­სი­დან რომ დაბ­რუნ­და, ტკი­ვი­ლი სა­დღაც გაქ­რა. ეს იმის ბრა­ლი იყო, იქ ნაკ­ლე­ბი მი­ზი­დუ­ლო­ბაა, ნული გრა­ვი­ტა­ცია, და­წო­ლა არ ხდე­ბო­და… მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ NASA მუ­შა­ობს მარ­სის თე­მა­ზე, რომ იქ ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ალექ­სან­დრე: ჩვე­ნი ერთ-ერთი და­ვა­ლე­ბა მარსზე და­სახ­ლე­ბის თე­მას ეხე­ბო­და – ასე­თი აქ­ტი­ვო­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს: უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა NASA-ს ჰა­ბი­ტა­ტი, უნდა მოგ­ვე­გო­ნე­ბი­ნა ისე­თი, რო­გორ­საც სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი­დით. გუნ­დე­ბად ვი­ყა­ვით და­ყო­ფი­ლე­ბი – გა­ვა­კე­თეთ მა­კე­ტი, სა­დაც ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ. მა­კე­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად სახ­ლთან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ადა­მი­ანს შინ რომ ეგ­რძნო თავი, ამის­თვის წი­ნას­წარ ჩაგ­ვი­ტარ­და სა­უბ­რე­ბი. ყვე­ლა გუნ­დმა კარ­გად გა­ვარ­თვით თავი.

– სა­ნამ წახ­ვი­დო­დით რა მო­ლო­დი­ნი გქონ­დათ?

სო­ფიო: იმა­ზე სა­ხა­ლი­სო იყო ტური, ვიდ­რე წარ­მო­ვიდ­გენ­დით. ეს არ იყო მხო­ლოდ ლექ­ცი­ე­ბის კურ­სი, რე­ა­ლუ­რად რა­ღა­ცებს ვქმნი­დით, ვტეს­ტავ­დით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­მე­წო­ნა შე­მეც­ნე­ბი­თი ტუ­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, ვნა­ხეთ 5 რა­კე­ტა, რომ­ლიც მთვა­რე­ზე არა­ერთ წარ­მა­ტე­ბულ მი­სი­ა­შია ნამ­ყო­ფი. ასე­ვე სხვა­დას­ხვა რა­კე­ტა და კაფ­სუ­ლა, რი­თაც ას­ტრო­ნავ­ტე­ბი კოს­მოს­ში იყ­ვნენ.

გი­ორ­გი: საკ­მა­ოდ კარ­გად იყო და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი – შე­მეც­ნე­ბი­თი ტუ­რე­ბი, და­ვა­ლე­ბე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა-გაც­ნო­ბა, ისე, რომ იქ ყოფ­ნა არ მოგ­წყინ­დე­ბო­და. დრო მალე გა­ვი­და.

გი­ორ­გი: მუ­ზე­უმ­ში კაფ­სუ­ლე­ბი დე­და­მი­წა­ზე ზუს­ტი და­ცე­მის კუ­თხით იყო გად­მო­ტა­ნი­ლი, ასე­ვე ას­ტრო­ნავ­ტე­ბის ცვი­ლის ქან­და­კე­ბე­ბი. ვი­ხი­ლეთ ის აუზი, რო­მელ­შიც კოს­მოს­ში გაფ­რე­ნამ­დე ას­ტრო­ნავ­ტე­ბი წვრთნას გა­დი­ან.

წყა­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰგავს კოს­მოსს. ერ­თა­დერ­თი წყლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩენს, უწო­ნა­დო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ქმნი­ან, რად­გა­ნაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჰა­ერ­თან, წნე­ვე­ბის ბა­ლან­სი ხდე­ბა და წო­ნა­დო­ბას ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ერ­თოდ ვერ გრძნო­ბენ. იმ აუზ­ში ჩვენც ვი­ყა­ვით აკ­ვა­ლან­გე­ბით ჩა­სუ­ლი და და­ვა­ლე­ბე­ბიც შე­ვას­რუ­ლეთ.

– პროგ­რა­მი­დან თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებ­დით?

გი­ორ­გი: ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით ქა­ლაქს, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს, მუ­ზე­უ­მებს, აქ­ტი­უ­რად დავ­დი­ო­დით, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ქა­ლა­ქია და ეტყო­ბა, რომ ხალ­ხი ცხოვ­რობს და არ არის მი­ტო­ვე­ბუ­ლი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, თა­ვის გარ­შე­მო ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს უვ­ლის. გა­ზო­ნე­ბიც ისე­თი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და ისე კარ­გად გამ­წვა­ნე­ბუ­ლი, გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩით.

ყვე­ლა გი­ღი­მის, ნე­ბის­მი­ე­რი გამ­ვლე­ლი გე­სალ­მე­ბა… მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ მათ, ვინც ჩვე­ნი შრო­მა და­ა­ფა­სა და ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი გაგ­ვი­კე­თა.

სო­ფიო: მო­მე­წო­ნა ვა­შინგტო­ნიც, ძვე­ლი უბა­ნი ჯორჯთა­უ­ნი, ძა­ლი­ან კარ­გი შე­ნო­ბე­ბი იყო, სა­ინ­ტე­რე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რით, იქვე მდი­ნა­რეც ჩა­მო­დი­ო­და, სა­დაც ძა­ლი­ან გა­ვერ­თეთ. ჰი­უს­ტო­ნიც ულა­მა­ზე­სი ქა­ლა­ქია – ცა­თამბჯე­ნე­ბი, ოფი­სე­ბი, ბიზ­ნეს­ცენ­ტრე­ბი. ქა­ლაქ­გა­რეთ სულ სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბი და ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბაა…

იქ და­წყე­ბი­თი სკო­ლი­დან ას­წავ­ლი­ან ბავ­შვებს გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვას. ამე­რი­კე­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ეად­ვი­ლე­ბათ. ჩვენ­თა­ნაც უპ­რობ­ლე­მოდ და­ამ­ყა­რეს კონ­ტაქ­ტი.

– NASA-ში ყოფ­ნი­სას რამე იდეა ხომ არ მო­გი­ვი­დათ, რო­მელ­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ?

სო­ფიო: რაც იქ ვნა­ხეთ, ჩვენს პი­რო­ბებ­ში, რთუ­ლია, რამე ისე­თი შექ­მნა, მა­გა­ლი­თად, რა­კე­ტა ავა­წყოთ და გა­ვუშ­ვათ. ამას ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბა. ისე, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი იყო, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მომ­წონ­და, სა­დაც პროგ­რა­მი­რე­ბა იყო სა­ჭი­რო. ამით მივ­ხვდი, რომ ნამ­დვი­ლად ჩემი საქ­მეა პროგ­რა­მი­რე­ბა. მინ­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლო.

მა­რი­ა­მი: მეც უფრო დავ­რწმუნ­დი, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მინ­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა…

ალექ­სან­დრე: მე არ­ქი­ტექ­ტუ­რა-ინ­ჟი­ნე­რი­ა­ზე ვა­პი­რებ­დი სწავ­ლას და აზრი არ შე­მიც­ვლია. იქ კი­დევ უფრო მე­ტად მივ­ხვდი ამას, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

გი­ორ­გი: ემო­ცი­ე­ბით ავ­სე­ბუ­ლე­ბი ჩა­მო­ვე­დით და გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ. რო­გორც კი რა­ი­მე იდეა დაგ­ვე­ბა­დე­ბა, მა­შინ­ვე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ იმა­ზე მეტი შე­მარ­თე­ბით, ვიდ­რე აქამ­დე, რად­გა­ნაც შრო­მა ერთხელ უკვე დაგ­ვი­ფას­და.

NASA-ში ყოფ­ნის შემ­დეგ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მივ­ხვდი, რომ სა­მო­მავ­ლო ცხოვ­რე­ბა STEM მი­მარ­თუ­ლე­ბებს (მეც­ნი­ე­რე­ბა, ტექ­ნო­ლო­გია, ინ­ჟი­ნე­რია და მა­თე­მა­ტი­კა) უნდა მი­ვუ­ძღვნა.

მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩვენს ამ წარ­მა­ტე­ბა­ში მხარ­ში გვედ­გა და ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ტორს, ვინც მოგ­ვცა შან­სი, ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მეც­ნე­ბით ტურ­ში მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მათ შო­რის, ანა ბერ­ძე­ნა­ძეს, ის ჩვე­ნი თან­მხლე­ბი იყო ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის გუნ­დი­დან. ასე­ვე მად­ლო­ბა ჩვენს მენ­ტორს – და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილს და სკო­ლის დი­რექ­ტორს რუ­სუ­დან ბოლ­ქვა­ძეს.

ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი NASA-ში ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის დახ­მა­რე­ბით მოხ­ვდნენ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2014 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის მიერ აშშ-ის სა­ელ­ჩოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

ambebi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *