ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2019
Home > კატეგორიის გარეშე > სახელგანთქმული ვანელები – ცნობილი ქართველები, რომლებსაც მშობლიური ქალაქი აერთიანებთ

სახელგანთქმული ვანელები – ცნობილი ქართველები, რომლებსაც მშობლიური ქალაქი აერთიანებთ

605 ნახვა

ქა­ლა­ქი ვანი ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრია. მისი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა ან­ტი­კუ­რი ნა­ქა­ლა­ქა­რი, რო­მე­ლიც 2007 წლის 24 ოქ­ტომ­ბრი­დან იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის საც­დელ სი­ა­შია შე­ტა­ნი­ლი.

სა­ხელ­წო­დე­ბა “ვანი” აკა­დე­მი­კოს ოთარ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ძველ ქარ­თუ­ლად ნიშ­ნავ­და – “სახ­ლს”, “სად­გურს”, “და­ბას”, “სა­ცხოვ­რე­ბელს”.

ვანს, რო­გორც უდი­დე­სი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბის წყა­როს, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეს XIX სა­უ­კუ­ნე­ში. 1847-1848 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და კავ­კა­სი­ა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და ქარ­თვე­ლო­ლო­გი აკა­დე­მი­კო­სი მარი ბრო­სე, ქუ­თა­ის­ში ყოფ­ნი­სას სა­პა­ტიო სტუმ­რის­თვის მა­მა­კა­ცის თა­ვის ქან­და­კე­ბა მი­ურ­თმე­ვი­ათ, რო­მე­ლიც “სა­ჩი­ნოს” ერთ-ერთ საფ­ლავ­ში ყო­ფი­ლა ნა­პოვ­ნი. ბრო­სეს აღ­წე­რით, ქან­და­კე­ბა იყო: “მა­მა­კა­ცის ბი­უს­ტი მხრე­ბის და­სა­წყი­სამ­დე, თმი­ა­ნი და წვე­რი­ა­ნი, არ­წი­ვი­სებ­რი დიდი ცხვი­რი­თა და სარ­დო­ნი­კუ­ლი სი­ცი­ლით”. 1876 წელს გა­ზე­თი “დრო­ე­ბა” წერ­და: “აქ ისე წვი­მა არ მოვა, რომ არ ჩა­მო­ი­ტა­ნოს გო­რი­დან ნი­აღ­ვარ­მა ხან ოქ­რო­ე­ბი, ხან ოქ­როს ძეწ­კვე­ბი, ხან ბეჭ­დე­ბი, ხან რა და ხან რა ნივ­თე­უ­ლო­ბა… დიდი სიმ­დიდ­რე უნდა იყოს ამ გო­რა­ზე…” ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი ვა­ნით ამ სტა­ტი­ის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და და 1896 წელს პირ­ვე­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი და­ი­წყო, რო­მელ­მაც სის­ტე­მა­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი 1947 წლი­დან მი­ი­ღო.-0:01

ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლია გვი­ა­ნი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ცი­ხის ნან­გრე­ვე­ბი: “სა­ჩი­ნოს” ციხე (მშვი­დო­ბის გორა) და “სე­ბე­კას ციხე” (სა­ა­ვად­მყო­ფოს ახ­ლოს, ბორ­ცვზე). იქვე შე­იმ­ჩნე­ვა ჩი­ჯა­ვა­ძე­ე­ბის კა­რის ეკ­ლე­სი­ის მცი­რე ზო­მის ეკ­ლე­სი­ის ნან­გრე­ვე­ბი…

1926 წლის­თვის ვა­ნის თემი შედ­გე­ბო­და 12 სოფ­ლის­გან და მისი მო­სახ­ლე­ო­ბა 10.762 ადა­მი­ა­ნი იყო. 2014 წლის აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქა­ლაქ­ში 3.744 მო­სახ­ლე ცხოვ­რობს.

ვან­მა სა­ქარ­თვე­ლოს არ­ერ­თი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი აღუ­ზარ­და, გვინ­და, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბის გზა გა­ვიხ­სე­ნოთ.

კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე – სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი

კა­ლის­ტრა­ტე (ბი­ჭი­კო) ცინ­ცა­ძე 1866 წელს, ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის სო­ფელ ტო­ბა­ნი­ერ­ში (ახ­ლან­დე­ლი ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ქუ­თა­ი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის წარ­ჩი­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა, სა­დაც მკაც­რი რე­ჟი­მი და ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­წყო­ბა იყო. 1886 წლის 24 მა­ისს მის­მა თა­ნა­კურ­სელ­მა იო­სებ ლა­ღი­აშ­ვილ­მა რექ­ტო­რი ჩუ­დეც­კი მოკ­ლა, რაც რუ­სე­თის რე­აქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის და­სა­წყი­სი აღ­მოჩ­ნდა. კა­ლის­ტრა­ტე ამ მოვ­ლე­ნე­ბის შუ­ა­გულ­ში ტრი­ა­ლებ­და…

სწავ­ლა შემ­დეგ კი­ე­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში გა­ნაგ­რძო. უკ­რა­ი­ნა­ში ყოფ­ნი­სას მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე – ოტი­ლია ტო­მა­სი გა­იც­ნო და სამ­შობ­ლო­ში ლუ­თე­რა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ჩა­მო­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც აქ მარ­თლმა­დი­დებ­ლად მო­ი­ნათ­ლა და ჯვა­რიც და­ი­წე­რეს. ექ­ვსი შვი­ლი­დან სამი გარ­და­ეც­ვა­ლათ.

კა­ლის­ტრა­ტე 1893 წელს დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ის დი­აკ­ვნად აკურ­თხეს, მალე – მღვდლად. 1917 წელს დე­კა­ნო­ზი კა­ლის­ტრა­ტე ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლო­ბა­ში აირ­ჩი­ეს, შემ­დეგ – სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მმარ­თვე­ლო­ბის უმაღ­ლეს ორ­გა­ნო­ში. 1923 წლის იან­ვარ­ში დე­კა­ნო­ზი კა­ლის­ტრა­ტე სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭოს წევ­რებ­თან ერ­თად, ან­ტი­საბ­ჭო­თა საქ­მი­ა­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს და მე­ტე­ხის ცი­ხე­ში 3 წელი გა­მო­კე­ტეს.

1925 წლის 31 ოქ­ტო­მებრს უწ­მი­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­ა­რი­ქის ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ნი­ნოწ­მინ­დე­ლი ეპის­კო­პო­სის ხა­რისხში აიყ­ვა­ნეს, უწ­მი­დე­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 1925 წლის 11 ნო­ემ­ბრი­დან კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მუდ­მივ მო­საყ­დრედ, რა­საც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი გა­მო­უჩ­ნდნენ… კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი იყო. აქვს ის­ტო­რი­უ­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და წე­რი­ლე­ბი.

1932 წლის 21 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის VI კრე­ბა­ზე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად აირ­ჩი­ეს. მისი აღ­საყ­დრე­ბა სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში მოხ­და. კა­ლის­ტრა­ტე ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­სად­გე­ნად აქ­ტი­უ­რად იბ­რძო­და.

1952 წლის 3 თე­ბერ­ვალს 86 წლის გარ­და­იც­ვა­ლა. კა­თო­ლი­კო­სის ნეშ­ტი მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის – უწ­მი­დე­სი კი­რი­ონ II-ის, ლე­ო­ნი­დის, ამ­ბრო­სის, ქრის­ტე­ფო­რეს გვერ­დით სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლეს.

კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე – ფი­ლო­ლო­გი, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე, თე­ო­ლო­გი

და­ი­ბა­და ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ ტო­ბა­ნი­ერ­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) მრა­ვალ­შვი­ლი­ან, გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­ში.

კორ­ნე­ლიმ სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში სხვა­თა დახ­მა­რე­ბით გა­აგ­რძო, რად­გა­ნაც ოჯახს მისი რჩე­ნა უჭირ­და. მას­თან ერ­თად სე­მი­ნა­რი­ა­ში იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლიც სწავ­ლობ­და.

კორ­ნე­ლის მალე მშობ­ლე­ბი გარ­და­ეც­ვა­ლა, და­ობ­ლე­ბულ შვი­ლებს უფ­რო­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლი (და) და მისი მე­უღ­ლე (კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძის ძმა) ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. სას­წავ­ლებ­ლის წარ­ჩი­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე კი­ე­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა.

შემ­დეგ ქუ­თა­ის­სა და თბი­ლის­ში მას­წავ­ლებ­ლობ­და. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის კო­მი­ტე­ტის, ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ის­ტო­რიო-სა­ეთ­ნოგ­რა­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში.

1916 წელს თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა. კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლია. 1918 წლი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის კა­თედ­რას…

კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძემ ძველ ქარ­თულ მწერ­ლო­ბას, ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ას და არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვან დარ­გის შეს­წავ­ლას დიდი ღვაწ­ლი დას­დო. იყო სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აკა­დე­მი­კო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე.

1962 წლის 7 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში.

გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე – პო­ე­ტი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო პო­ე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი და­ი­ბა­და 1991 წელს ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ ჭყვიშ­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე სოფ­ლის მას­წავ­ლებ­ლის ოჯახ­ში. სწავ­ლობ­და ქუ­თა­ი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში, შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში. მუ­შა­ობ­და სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლად. 1912 წელს ქუ­თა­ის­ში და­სახ­ლდა. მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი იბეჭ­დე­ბო­და ქუ­თა­ი­სი­სა და თბი­ლი­სის ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში. გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძემ თა­ვი­დან­ვე და­იმ­კვიდ­რა “გე­ნი­ა­ლუ­რი გა­ლა­კტი­ო­ნის” და “პო­ე­ტე­ბის მე­ფის” სა­ხე­ლი. “მე და ღა­მემ,” “მთაწ­მინ­დის მთვა­რემ,” “ლურ­ჯა ცხე­ნებ­მა,” “სი­ლაჟ­ვარ­დემ,” “მე­რიმ” და სხვა ლექ­სებ­მა მის სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი პო­ე­ტუ­რი სამ­ყა­რო წარ­მო­ა­ჩი­ნა… მისი ლექ­სე­ბი თარ­გმნი­ლია მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ენებ­ზე.

გა­ლა­კტი­ო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა 1959 წლის 17 მარტს. სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ბერი სი­მო­ნი (ერის­კა­ცო­ბა­ში სო­ლო­მონ ბაღ­და­ვა­ძე) – ქარ­თვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე

დიდსქე­მო­სა­ნი მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი, ბერი. ათო­ნის ივერ­თა მო­ნას­ტრის ქარ­თვე­ლი ბე­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი მე­თა­უ­რი.

მღვდელ­სქემ­მო­ნა­ზო­ნი სი­მო­ნი სო­ფელ ჭყვიშ­ში (ვა­ნის რა­ი­ო­ნი) და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი­სად­მი, ხში­რად და­დი­ო­და გე­ლა­თი­სა და მო­წა­მე­თას მო­ნას­ტრებ­ში.

და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ მალე დაქვრივ­და, შვი­ლი არ ჰყო­ლია, თუმ­ცა ობო­ლი ძმის­შვი­ლი აღ­ზრდა და სა­ცხოვ­რებ­ლად გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­ში გა­და­ვი­და. ახ­ლად­და­ქორ­წი­ნე­ბულ ძმის­შვილს კუთ­ვნი­ლი მი­წე­ბი, სახ­ლი და ქო­ნე­ბა გა­და­უ­ფორ­მა. 1890-იანი წლე­ბის ბო­ლოს ბე­რად აღიკ­ვე­ცა და სა­ხე­ლად სი­მო­ნი ეწო­და. მალე მღვდელ­მო­ნაზვნად აკურ­თხეს. 1901 წელს იე­რუ­სა­ლიმ­ში წმინ­და ად­გი­ლე­ბი მო­ი­ლო­ცა, მერე ათო­ნის წმინ­და მთის ქარ­თველ­თა სა­ვა­ნე­ში დამ­კვიდ­რდა.

მამა სი­მო­ნი ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლებ­და მშობ­ლი­ურ სო­ფელს. მისი დახ­მა­რე­ბით იქ ეკ­ლე­სია აშენ­და, რო­მელ­საც ძმის­შვი­ლი ივა­ნე პატ­რო­ნობ­და. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წელს.

გრი­გოლ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე – პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე

სხვა­დას­ხვა დროს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა­ში სამ­ხედ­რო, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი­სა და მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვა. ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის დროს მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და რევ­კომ­თან. 20-იან წლებ­ში რუ­სეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. გრი­გოლ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე 1937 წელს ჩე­კას ჯურღმუ­ლებ­ში თა­ვის 56-ე და­ბა­დე­ბის დღე­ზე გარ­და­იც­ვა­ლა მა­შინ, რო­დე­საც ბე­რია მის და­კი­თხვას პი­რა­დად აწარ­მო­ებ­და.

გრი­გოლ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და­ი­ბა­და 1881 წელს ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ ის­რით­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი).

ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე – ქარ­თვე­ლი სიმ­ბო­ლის­ტი პო­ე­ტი, მწე­რა­ლი, “ცის­ფერ­ყან­წელ­თა” მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლი

და­ი­ბა­და 1895 წელს მღვდლის ოჯახ­ში, ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ ჭყვიშ­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი).

1901 წელს მშობ­ლებ­მა პა­ტა­რა ტი­ცი­ა­ნი სას­წავ­ლებ­ლად ქუ­თა­ი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ა­ბა­რეს, სა­დაც თა­ვის ბი­ძაშ­ვილ­თან – გა­ლა­კტი­ონ­თან ერ­თად სწავ­ლობ­და. 1906 წელს ქუ­თა­ი­სის ვაჟ­თა გიმ­ნა­ზი­ის პირ­ველ კლას­ში ჩა­რი­ცხვა.

ლექ­სე­ბის წერა ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­ი­წყო. მისი ნო­ვე­ლე­ბი, მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი და ლექ­სე­ბი 1911 წლი­დან იბეჭ­დე­ბო­და. 1913 წელს ტი­ცი­ან­მა სწავ­ლა მოს­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ნაგ­რძო. სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე აქ­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და შე­მოქ­მე­დე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ო­და.

სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ტი­ცი­ან­მა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო “ცის­ფე­რი ყან­წე­ბის” ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჯგუ­ფის და­ფუძ­ნე­ბა­სა და ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მა­ში. 1937 წელს ან­ტი­საბ­ჭო­თა მოღ­ვა­წე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვრი­ტეს. სხვა ვერ­სი­ით, გა­და­სახ­ლე­ბა­მის­ჯი­ლი პო­ე­ტი ციმ­ბი­რის ტრა­მალ­ზე ჩა­მოს­ვეს და თოვ­ლი­ან ქარ­ბუქ­ში მი­ა­ტო­ვეს. მისი საფ­ლა­ვი არ არ­სე­ბობს…

პო­ე­ტი 1920 წელს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო ექიმ ნინა მა­ყაშ­ვილ­ზე და ჰყავ­დათ ქა­ლიშ­ვი­ლი ნიტა ტა­ბი­ძე.

ჯე­მალ ქარჩხა­ძე – მწე­რა­ლი, დრა­მა­ტურ­გი და ესე­ის­ტი

არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი მო­თხრო­ბი­სა და რო­მა­ნის ავ­ტო­რი. მისი თხზუ­ლე­ბე­ბი ბევრ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი. და­ი­ბა­და 1936 წლის 13 მა­ისს ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ უხუთ­ში. “საცა კი ჩემს ნა­წე­რებ­ში სოფ­ლი­სა და ბუ­ნე­ბის სუ­რა­თე­ბია, ყველ­გან ჩემი ბავ­შვო­ბის გა­რე­მოს ას­პექ­ტე­ბი, რა­კურ­სე­ბი და ვა­რი­ა­ცი­ე­ბია, ვი­ნა­ი­დან გო­ნე­ბის თვა­ლი ერ­თთა­ვად ამ გა­რე­მო­ში ტრი­ა­ლებს და კა­ლა­მიც, ასე ვთქვათ, ამ გა­რე­მო­შია ჩა­წე­ბე­ბუ­ლი,” – წერ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მწე­რა­ლი.

სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მო­მა­ვა­ლი მწე­რა­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რში, ასე­ვე კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში.

გარ­და მო­თხრო­ბე­ბი­სა და პუბ­ლი­ცის­ტი­კის, ჯე­მალ ქარჩხა­ძემ დრა­მა­ტურ­გო­ბაც სცა­და. მისი პი­ე­სა “დე­ვი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი” მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში იდ­გმე­ბო­და. ჯე­მალს მწერ­ლო­ბის გარ­და იო­გას ვარ­ჯი­შე­ბი იტა­ცებ­და. რო­გორც ამ­ბობ­და: “იოგა ჩემი პრო­ფე­სი­ის­თვის მჭირ­დე­ბო­და, რათა მო­მეხ­დი­ნა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია. დიდი ენერ­გი­ის პატ­რო­ნი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ და რაც ენერ­გია მაქვს, მსურ­და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად სწო­რად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა”.

1999 წელს რო­მა­ნი­სათ­ვის “გან­ზო­მი­ლე­ბა” სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია მი­ე­ნი­ჭა. გარ­და­იც­ვა­ლა 1998 წელს, თბი­ლის­ში. დაკ­რძა­ლუ­ლია ქარ­თველ მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში.

კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძე – ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი.

მსა­ხი­ო­ბი 1928 წლის 1 აპ­რილს ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ ზედა ბზვან­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) და­ი­ბა­და. 1944 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის ვაჟ­თა 1-ელი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, იმა­ვე წელს სწავ­ლა თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტში გა­ნაგ­რძო.

1949 წლი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­და. სცე­ნა­ზე 61 წელი გა­ა­ტა­რა, 50-მდე კი­ნო­რო­ლი და 80-მდე სახე აქვს შექ­მნი­ლი თე­ატ­რში.

პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი “მაგ­და­ნას ლურ­ჯა­ში” 1955 წელს იყო. სუ­რათ­მა სა­უ­კე­თე­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის­თვის კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე “ოქ­როს პალ­მის რტო” და­იმ­სა­ხუ­რა. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი “დათა თუ­თაშ­ხია” იყო, სა­დაც ნი­კან­დრო ქი­ლია გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

2008 წლის 23 აპ­რილს რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. მსა­ხი­ო­ბი ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ, 2010 წლის ოქ­ტომ­ბერს, 82 წლის გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია დი­დუ­ბის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში.

ნი­კო­ლოზ (ნიკა) აგი­აშ­ვი­ლი – ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი, მთარ­გმნე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი

და­ი­ბა­და 1903 წელს ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ დი­ხაშ­ხო­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი). 1924 წელს და­ამ­თავ­რა ქუ­თა­ი­სის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტექ­ნი­კუ­მი. სწვლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე. სხვა­დას­ხვა წელს მუ­შა­ობ­და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მი­ა­ნობ­და გა­მომ­ცემ­ლო­ბა “მე­რა­ნის” თარ­გმნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის რე­დაქ­ცი­ის გამ­გედ.

ავ­ტო­რია მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბი­სა: “სერ­ვან­ტე­სის ცხოვ­რე­ბა,” “ჭა­ბუ­კე­ბი დარ­ჩნენ მა­რად” და “ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლი”. თარ­გმნა არა­ერ­თი კლა­სი­კო­სის ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი. დაკ­რძა­ლუ­ლია მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *