ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2019
Home > საიხლეები > ათენში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო განცხადებას ავრცელებს

ათენში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო განცხადებას ავრცელებს

316 ნახვა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო სა­ბერ­ძნეთ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უწყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ძლი­ე­რი მი­წისძვრის გამო, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს:

„სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა ესა­ჭი­რო­ე­ბო­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბა, დღეს, სა­ბერ­ძნე­თის დრო­ით 14:30 სა­ათ­ზე, ათე­ნი­დან 23 კი­ლო­მეტრში, რიხ­ტე­რის შკა­ლით 5.3 სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრის შე­დე­გად, შე­გახ­სე­ნებთ, რომ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­ელ­ჩოს ცხე­ლი ხაზი +30 699 577 9793“.

მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი დე­და­ქა­ლა­ქი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 22 კმ-ს და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობდა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გარ­ბო­და, სას­წრა­ფოდ მოხ­და მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის ევა­კუ­ა­ცია. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტის შე­დე­გად ლიფ­ტში ჩარ­ჩე­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა გა­მო­იყ­ვა­ნეს.

სე­რი­ო­ზულ და­ზი­ა­ნე­ბებ­სა და ზა­რალ­ზე ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვრცელ­დე­ბა.

ambebi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *