Home > საინტერესო ფაქტები > საინტერესო ამბები > „უნისექსია სიყვარული“, როგორც მეამბოხე ბრენდი „ზომა“

„უნისექსია სიყვარული“, როგორც მეამბოხე ბრენდი „ზომა“

235 ნახვა

ზომა“ არის სოციალურად აქტიური, მეამბოხე ბრენდი. ის არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ დეტალებს ქმნის, რომლებიც განსაზღვრავს პიროვნებასა და მისი ცხოვრების სტილს. შესაბამისად, არასდროს დგება განზე, როცა მიაჩნია, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია. პროტესტის ენა და გამოხატვის ფორმაც სპეციფიკური აქვს, მეამბოხე და თამამი“, – რატი ხმალაძე.

M: რატი, პირველ რიგში, თქვენ შესახებ მოგვიყევით, ვინ ხართ „ზომას“ დამფუძნებლები?
სალომე ჯოჯუა – თბილისის მოდის კვირეულის მენეჯერი, ნოდარ ჩორგოლიანი – ინვ. ბანკირი, ივანე ჯოხაძე – ბანკირი, გიორგი ბარნოვი – ოპერაციების მენეჯერი და მე, რატი ხმალაძე – დეველოპერი.
M: რა არის ზომა, როდის და როგორ გაჩნდა ტანსაცმლის ქართული ბრენდის დაფუძნების იდეა და რა გზა გაიარეთ დღემდე?
„ზომა“ ქართული “Mass Market” (მასობრივი ბაზარი) ბრენდია, რომელიც არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ ცხოვრების სტილს ქმნის. პროდუქციის უმეტესობა განკუთვნილი არ არის კონკრეტული სქესისთვის (ანუ უნისექსია) და მაქსიმალურად კომფორტულია, ყოველდღიური. ის დეტალები, რომლებიც მომხმარებელს ბრენდზე დამოკიდებულს ხდის, ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ყოველდღიურობაზეა აგებული. „ზომას“ იდეა 2017 წელს გაჩნდა და იმაზე ბევრად რთულად განსახოციელებელი აღმოჩნდა, ვიდრე ეს თითოეულ ჩვენგანს წარმოედგინა. საწყის ეტაპზე ბევრი დაბრკოლება და სირთულე შეგვხვდა.იქიდან გამომდინარე, რომ პატარა გამოცდილება გვქონდა ამ სფეროში, ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც საბოლოო ჯამში, უზომო შრომად და უამრავ გათენებულ ღამედ დაგვიჯდა, თუმცა ძალიან ბევრი ვისწავლეთ. შეცდომებს ახლაც ვუშვებთ, მაგრამ ნაკლებს და უფრო სწრაფად ვვითარდებით.

M: უშუალოდ, პროდუქტს ვინ ქმნის? 
ამჟამად, ყველა დიზაინს ანი დათუკიშვილი ქმნის, პრინტებზე პერიოდულად მუშაობენ: ნატალია ფროლკო და ნიკა ქუთელია. თვითონ წარმოების პროცესი კი კონტრაქტორებზე გვაქვს გადატანილი. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, ხარისხი ვაკონტროლოთ და საჭირო ცვლილებები შევიტანოთ, თუმცა უშუალოდ წარმოება ამ ეტაპზე არ გვეხება.M: როგორვ ვიცით, Zoma-ს ბრენდინგზე სააგენტო Mr.Wolf-მა იმუშავა… რა კონცეფცია აქვს ბრენდს და ლოგოში როგორ მოაქციეთ ეს ყველაფერი?
Mr. Wolf თავიდანვე გვეხმარებოდა ბრენდის ჩამოყალიბებაში. კონცეფციიდან და მიზნებიდან გამომდინარე, სახელი როგორც ქართულად, ასევე ლათინურად მარტივად აღსაქმელი გვინდოდა, ყოფილიყო… უნდა ჰქონოდა ე.წ. „შემოქმედებითი ფეხები“, რასაც კომუნიკაციაშიც გამოვიყენებდით და გაშვებიდან პირველ ეტაპზე, მომხმარებელს მარტივად დავამახსოვრებინებდით ბრენდს. ლოგოზე კახა კახაძემ და ნინო მეგრელიძემ იმუშავეს. სიმბოლო ერთდროულად ორენოვანია: ქართული და ლათინური ზ – Z.
M: Facebook-სა თუ instagram-ზე საინტერესო, სოციალურად აქტიური გვერდები გაქვთ… 
ჩვენ გვჯერა, რომ პრობლემებზე ხშირად საუბრით, შეგვიძლია, სოციუმის მარწუხები გარდავქმნათ. ამიტომ, მაგალითად, საზოგადოებას ასე მივულოცეთ სიყვარულის დღე, რადგან სიყვარული უნისექსია:

თამაშის დღეს, გურამ კაშიას, უფასო სამკლაურებით – „შენთან ვარ“ და ბილეთებით გამოვუცხადეთ თანადგომა. რადგან თანადგომას ფასი არ აქვს:

არჩევნების დღეს, ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად, „ივენთიც“ მოვუწყვეთ მათ, ვისაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ და თავიანთ არჩევანს მხოლოდ სოციალურ ქსელებში არ აფიქსირებენ. მარკირებული თითი იყო ბილეთი, მაღაზიაში კი ფასდაკლების ვაუჩერი:

ქალთა მიმართ ძალადობის დღეს პოსტერები მივუძღვენით. ვაჩვენეთ, რომ ძალადობას გენდერი არ აქვს და ზოგადად, მას უნდა ვებრძოლოთ:

M: ვინ ირგებს „ზომას“ ?
ჩვენი მომხმარებელი ისეთივე თამამი და თავისუფალია, როგორც თავად „ზომა“. მისი ცხოვრებისა და ჩაცმის სტილიც შესაბამისია. არ უშინდება შინაგანი ფიქრების, გრძნობების, მეს აზომვასა და ღიად ტარებას.M: როგორ ზომავთ „ზომას“ განვითარების პერსპექტივებს და რას აკეთებთ ამისთვის?
გვინდა, „ზომა“ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ, ამიტომ ძალიან მალე, მეზობელ ქვეყნებში გაგვაქვს პროდუქცია. რაც შეეხება პროდუქტის მრავალფეროვნებას, მალე დავამატებთ ტანსაცმლის ახალ ხაზს და სხვა ბევრი საინტერესო სიახლით შევავსებთ ქალაქის გარდერობს.

წყარო: marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *