მთავარი > საინტერესო ფაქტები > როგორ ვმართოთ წარმატებულად დისტანციური თანამშრომელი

როგორ ვმართოთ წარმატებულად დისტანციური თანამშრომელი

1 219 ნახვა

თანამედროვე სამყაროში, ნიჭიერი და კარგი შესაძლებლობების მქონე ადამიანები გაბნეულები არიან მსოფლიოს მასშტაბით. ნელ-ნელა, ახალ ნორმად მკვიდრდება კომპანიების მხრიდან სხვა ქალაქებში თუ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების დაქირავება. დისტანციური თანამშრომლისა თუ ჯგუფის მართვა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და გამოწვევაა, თუმცა, ამ პრობლემების სწორად გადაჭრისა და ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის გამომუშავების შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ დაზოგოთ დიდი თანხები თქვენი კომპანიისათვის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა დისტანციური თანამშრომლების ეფექტიანი მენეჯმენტისათვის.

კომუნიკაცია გასაღებია
იურთიერთეთ ნათლად თქვენს დისტანციურ თანამშრომლებთან. ამისათვის, შესაძლებელია გამოიყენეთ ვიზუალური კომუნიკაციის ტექნიკები, ისეთი როგორიცაა ვიდეო კონფერენციები. გაუზიარეთ თქვენი ეკრანი მათ სხვადასხვა შეხვედრებისას, გამოიყენეთ სქრინშოთების თუ დიაგრამების გაგზავნის მეთოდი, იმისათვის, რომ მათ უკეთ წარმოიდგინონ რა სამუშაოს შესრულებას სთხოვთ. გამოიყენეთ ჩატის პლატფორმები, როცა უნდა ისაუბროთ სამუშაოზე ჯგუფურად. უბრალოდ დარწმუნებული იყავით და ამტკიცეთ, რომ დისტანციური თანამშრომლები თქვენი ჯგუფის წევრები არიან და გჭირდებათ მათთან კომუნიკაცია. ესაუბრეთ მათ შეხვედრის დასრულების შემდეგაც.

გამამხნევებელი კოლაბორაცია
გქონდეთ დოკუმენტების მენეჯმენტის სისტემა, სივრცე, სადაც გააზიარებთ გარკვეულ ფაილებს, Google Drive ან Dropbox არის შესაფერისი ამისათვის. ნუ ენდობით იმეილებს ფაილების გაცვლისათვის, რადგან ისინი შესაძლოა დაიკარგნონ და ადამიანებმა შეიძლება ბევრი იწვალონ ვერსიის განახლებასა თუ მოძებნაში. მიეცით მათ ინსტრუმენტები, რომლითაც შეძლებენ ეფექტურ მუშაობას. გარდა ამისა, ეძებეთ ახალი მეთოდები, ინტერნეტში ძალიან ბევრ ინსტრუმენტს ნახავთ ვირტუალური გუნდებისთვის.

დასახეთ ნათელი მოლოდინები
ყოველ კვირას გამართეთ ვირტუალური შეხვედრა თქვენს დისტანციურ თანამშრომლებთან. იმოქმედეთ ამა თუ იმ მისიისგან გამოწვეული მათი მოლოდინების მიხედვით. დასახეთ და გაეცანით მათ მოლოდინებს. განსაზღვრეთ დროითი შკალა. გამოავლინეთ უკუკავშირი და აღნიშნეთ მათი პროგრესი. გქონდეთ ფორმალური პროცესი, რომლის ფარგლებში განიხილავთ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს. თუ თქვენმა დისტანციურმა თანამშრომლებმა არ იციან როგორ მუშაობენ, ან როგორ აღიქვამთ თქვენ მათ მუშაობას, ისინი ვერ შეძლებენ თვითმოტივაციას საქმის უკეთესად გასაკეთებლად.

თვალი ადევნეთ მათ მუშაობას
სისრულეში მოიყვანეთ თვალის მიდევნების სისტემები. მიეცით მათ ის თავისუფლება, მოქნილობა რაც მათ სჭირდებათ, თუმცა არ დატოვოთ მარტო. თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ მათ განსაზღვრონ სამუშაო საათები, თუ ისინი იღებენ ანაზღაურებას საათობრივად, დააკვირდით, რეალურად მუშაობენ თუ არა ამ საათებში თუ ფლანგავენ დროს ინტერნეტში.

აგრძნობინეთ, რომ ისინი გუნდის წევრები არიან
გაუგზავნეთ მათ ინფორმაცია კომპანიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ. დაანახეთ, რომ თქვენ გახსოვთ და ზრუნავთ მათზე. მოაწესრიგეთ ურთიერთგაგება მათთან და ეცადეთ დაამყაროთ ურთიერთობა პირად, მეგობრულ დონეზე. გაუგზავნეთ საჩუქრები დღესასწაულებზე. თუ შესაძლებელია, დაპატიჟეთ ისინი ოფისში წელიწადში ერთხელ და შეკრიბეთ მათთან ერთად ოფისში მომუშავე თანამშრომლები, როგორც ერთი გუნდი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *