ორშაბათი, დეკემბერი 16, 2019
Home > oops სიახლეები > ფეისბუქ ლაივის ინოვაციური დამატებები – 3 ახალი ფუნქცია, რომელიც მალე გააქტიურდება

ფეისბუქ ლაივის ინოვაციური დამატებები – 3 ახალი ფუნქცია, რომელიც მალე გააქტიურდება

894 ნახვა

ფეისბუქ ლაივი ნელ-ნელა ვითარდება და მომხმარებლებს ინოვაციურ განახლებებს სთავაზობს. პირველი დამატება, რომელსაც ფეისბუქ ლაივი შემოგვთავაზებს, პირდაპირ ეთერში ორი ადამიანის ჩართვა იქნება. თქვენ ძალიან მარტივად შეგეძლებათ მოიწვიოთ მეგობარი და ლაივში ერთად ჩაერთოთ. ბიზნეს და მედია გვერდებისთვის ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელი იქნება. ისინი განახლებული ლაივის საშუალებით შეძლებენ ჩაწერონ დისტანციური ინტერვიუები, ერთად წაიყვანონ გადაცემები და ასე შემდეგ.

​ვინც ფეისბუქის ლაივ ფუნქციას იყენებს, იცის რომ პირველი წუთის განმავლობაში აუდიტორიის მოზიდვაა საჭირო, ამიტომ მნიშვნელოვან ინფორმაციას თავიდანვე ვერ გააჟღერებთ. სწორედ ამიტომ, ფეისბუქი ლაივი დაანონსების საშუალებას მოგვცემს. მომხმარებლებს ლაივის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეტყობინება მიუვათ, რომ მალე პირდაპირი ეთერი დაიწყება.

​ბოლო სიახლე, რასაც ფეისბუქი გვთავაზობს შემდეგია – მომხმარებლებს პირდაპირ ეთერში ჩართვა MSQRD-ის აპლიკაციიდან შეეძლებათ. ასე რომ, შეგეძლებათ პირდაპირ ეთერს მეტი მხიარულება შესძინოთ.

​აღნიშნული ფუნქციები თავდაპირველად ფეისბუქის ვერიფიცირებულ გვერდებს გაუაქტიურდებათ, შემდეგ კი ახალი ფუნქციები ყველა მომხმარებლისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *