ორშაბათი, სექტემბერი 23, 2019
Home > oops სიახლეები > Volvo-ს მფრინავი ტაქსი, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება

Volvo-ს მფრინავი ტაქსი, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება

717 ნახვა

გერმანელმა ინჟინრებმა სტარტაპის – E-Volo განხორციელება დაიწყეს. სტარტაპის ფარგლებში შექმნილი მულტიკოპტერი, სახელად – Volocopter 2X ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. იგი 2 ადამიანისთვის განკუთვნილი მფრენია. აპარატი შექმნილია მოკლე მანძილზე საჰაერო გზით ტრანსპორტირებისთვის. მისი გამოყენება სავსებით შესაძლებელია ქალაქებში, გარეუბნებიდან ცენტრალურ უბნებში დროის ყველაზე მოკლე მონაკვეთში მოსახვედრად, საცობების თავიდან არიდების პერსპექტივით.

მულტიკოპტერი ამ ეტაპზე 70 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს, თუმცა როგორც მწარმოებელი გვამცნობს, მისი გაზრდა 100 კმ/სთ სიჩქარემდე სავსებით შესაძლებელია. მწარმოებლები აცხადებენ, რომ მფრინავი ტაქსი აღჭურვილია 18 ცალი პროპელერით, რომელიც მას ვერტიკალურად აფრენის საშუალებას აძლევს. სწორედ ამიტომ, მულტიკოპტერს არანაირ ბილიკი არ სჭირდება.

 

წყარო:fortunaplus.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *