პარასკევი, ნოემბერი 22, 2019
Home > oops სიახლეები > დაა!! თქვენ უკვე შეგიძლიათ იხილოთ samsaung galaxy s8, ის უკვე გაყიდვაშია.

დაა!! თქვენ უკვე შეგიძლიათ იხილოთ samsaung galaxy s8, ის უკვე გაყიდვაშია.

843 ნახვა

 

დიზაინი:

Galaxy S8/S8+-ი წარმდგენილია შუშის დიზაინით, რომელსაც გვერდებზე ამშვენებს მეტალის კანტები, არასტანდარტული 18.5:9 ფორმატის ეკრანის დამსახურებით კორპუსი წაგრძელებულია და წინა პანელზე ჩარჩოები მაქსიმალურად შევიწროებულია, რაც სმარტფონს კომპაქტურს და კომფორტულს ხდის. სმარტფონის დიზაინში ასევე მნიშვნელოვანი დეტალია მისი წყალ და მტვერ გამძლეობა IP68 სერთიფიკატით, როგორც იქნა წინა პანელიდან ამოღებულია ტრადიცული ღილაკი, მაგრამ თითის ანაბეჭდის სენსორი გადატანილია უკანა პანელზე კამერის გვერდზე, რაც ჩემთვის ულამაზოა და არ უხდება აღნიშნულ დიზაინს,

წინა პანელზე ასევე წარმოდგენილია ორი კამერა, ერთი ტრადიცული ფუნქციებით და მეორე თვალის ბიომეტრიული სკანერისთვის განკუთვნილი.

ეკრანი:

Galaxy S8 წარმოდგენილია 5.6 დიუმიანი ეკრანით, რომელიც 5.8 დიუმიან ადგილს იკავებს და 0.2 დიუმი იკარგება მომრგვალებული კუთხებიის გამო. იგივე ვარიანტია S8+-ის შემთხვავეში, რომელსაც 6.1 დიუმიანი ეკრანი აქვს და 6.2 დიუმიან ადგილს იკავებს მომრგვალებული კუთხეების გამო. ორივე სმარტფონის ეკრანად წარმოდგენილია არატრადიციული 18.5:9 ფორმატის Super AMOLED Infinity HDR10 ეკრანი  2960 x 1440 (WQHD+) რეზოლუციით, რომელიც თავისუფლად პარამეტრებიდან შეგიძლიათ გადაიყვანოთ HD+ (2280 x 1080) ან HD+ (1480 x 720) რეზოლუციებში.

 

 კორპუსის ზომა და წონა:

Galaxy S8 სიგრძეში 148.9  მილიმეტია, სიგანეში 68.1 მილიმეტრი და სისქეში 8 მილიმეტრი. ეკრანი წინა პანელის 77.84 პროცენტზე არის გადაჭიმული, მისი წონა შეადგენს 152 გრამს.

Galaxy S8 სიგრძეში 159.5  მილიმეტია, სიგანეში 73.4 მილიმეტრი და სისქეში 8.1 მილიმეტრი. ეკრანი წინა პანელის 80 პროცენტზე არის გადაჭიმული, მისი წონა შეადგენს 173 გრამს.

როგორც ხედავთ სმარტფონები საკმაოდ კომპაქტურებია, მიუხედავათ მათი ეკრანის ზომებისა, რასაც ტექნიკური მახასიათებლებიდან დადებით კონტექსტში განვიხილავ, თუმცა კარგი იქნებოდა თუ ეს კომპაქტურობა შემოთავაზებული იქნებოდა 16:9 ფორმატის ეკრანის მქონე ვარიანტად, რაც ნებისმიერ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა.

კამერა:

სმარტფონების მთავარ კამერად წარმოდგენილია 12 მეგაპიქსელიანი Sony IMX260-ის 1/2.55 დიუმის ზომის CMOS სენსორი, რომლის პიქსელის ზომა არის 1.4 მიკრონი. მის შემადგენლობაში ასევე გვხდება  F1.7 დიაფრაგმა, “ორმაგი პიქსელის” ავტოფოკუსი, ლაზერული ავტოფოკუსი, ოპტიკური სტაბილიზაცია მხოლოდ FHD/HD რეზოლუციის ვიდეოს გადაღების დროს, 4K ვიდეო გადაღება 30 კადრით წამში და Slo-Mo(720p რეზოლუციით) ვიდეოს გადაღება 240 კადრით წამში. იდენტური კამერის მახასიათებლები გვხდება Samsung-ის წინა თაობის ფლაგმანურ სმარტფონზეც, რაიმე ევოლუვია, რევოლუცია ან სიახლე კამერის დეტალებში არ გვხდება.

წინა კამერად 8 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება 1.22 მიკრონი პიქსელის ზომით, F1.7 დიაფრაგმნით და როგორც იქნება წინა კამერაში ჩაამატეს “ავტოფოკუსი”.

ჩიფსეტი:

სმარტფონების ჩიფსეტად ორი ვარიანტი გვხდება, ჩინეთის/ამერიკის ბაზრისთვის 10 ნანომეტრიანი Qualcomm Snapdragon 835, რომლის ცენტრალური პროცესორი წარმოდგენილია 4 მაღალი წარმადობის 2.35 გიგაჰერცზე მომუშაოვე Kryo 280 ბირთვით და 4 დაბალი წარმადობის 1.9 გიგაჰერცზე მომუშავე Kryo 280 ბირთვით, ხოლო გრაფიკულ პროცესორი გახლავთ. 4 ბირთვიანი Adreno 540. დანარჩენი მსოფლიოსთვის განკუთვნილია Sasmung Exynos 9-ის ვარიანტი, რომლის ცენტრალური პროცესორი წარმოდგენილია 4 მაღალი წარმადობის 2.3 გიგაჰერცზე მომუშავე Mongoose ბირთვით და 4 დაბალი წარმადობის 1.7 გიგაჰერცზე მომუშავე Cortex A53-ის ბირთვი, ხოლო გრაფიკული პროცესორი გახლავთ 20 ბირთვიანი Mali-G71.

ორივე ჩიფსეტი საკმაოდ მძლავრი და კონკურენტულია, თუმცა Snapdragon 835 ამ დროისთვის ყველაზე მძლავრი ჩიფსეტია რაც კი არსებობს სმარტფონების სამყაროში.

მეხსიერება:

ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტიანია LPDDR4 ტექნოლოგიის, შესანახი მეხსიერება 64 გიგაბაიტიანი UFS2.1, MicroSD ბარათის დახმარებით მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 256 გიგაბაიტით. ასევე შემოთავაზებულია ღრუბლოვანი მეხსიერებები Samsung Cloud, Google Drive და Microsoft One Drive.

ბატარეა:

Galaxy S8-ში გვხდება 3000 მილიამპერიანი ბატარეა, რაც საკმაოდ ცუდი გადაწყვეტილებაა, მაშინ როდესაც უფრო პატარა ზომის ეკრანის მქონე Galaxy S7 Edge-ზე, რომელსაც ასევე უფრო ნაკლები რეზოლუციის ეკრანი აქვს, გვხდება  3600 მილიამპერიანი ბატარეა. მართალია ჩიფსეტი 10 ნანომეტრიანია, მაგრამ გაიზარდა სიმძლავრე, რაც ნანომეტრობაში სიმცირეს აბათილებს ენერგოეკონომიურობის შემთხვევაში. Galaxy S8+-ის შემთხვევაში 3500 მილიამპერიანი ბატარეა შეიძლებოდა დადებით მახასიათებლად ჩამეთვალა, მაგრამ ეკრანი ძალიან დიდია! თუმცა შესაძლებელია ძალიან მაგარი ოპტიმიზაციის ხარჯზე ფიზიკური მახასიათებლები არაფერს ნიშნავდეს, ვნახოთ რას იზამს Samsung-ი.

ოპერაციული სისტემა:

რა თქმა უნდა აქაც ტრადიუციულად Google-ის ოპერაციული სისტემა “ANDROID”-ი გვხდება, ამ შემთხვევაში Android 7.0 არის წარმოდგენილი, რაც ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, მაშინ როდესაც კონკურენტი ბრენდების ფლაგმანურ და საშუალო კლასის სმარტფონზე უკვე Android 7.1.1 არის წარმოდგენილი. არ ვიცი რას ფიქრობს Samsung-ი, მაგრამ ჩემი აზრით ერთი წლით დაძველებულ ოპერაციულ სისტემას აღარ უნდა აყენდებდეს ფლაგმანურ სმარტფონზე მაინც.

სამომხმარებლო ინტერფეისად Samsung Experience 8.1 არის წარმოდგენილი, რომელიც გამოირჩევა “სხვადასხვა ფერებში აჭრელებული იკონებით”, რომელიც საბავშვო გასართობი ტელეფონის ინტერფეისს უფრო მომაგონებს, მაგრამ Samsung-ის ფანებს რატომღაც მოსწონთ….. მოდი ნუ ვიდავებთ გემოვნებაზე, მე არ მომწონს და პატივს ვცემ სხვის გემოვნებას. ?

აუდიო სისტემა: 

Samsung-ი მაღალი ხარისხის აუდიო სისტემით არასდროს გამოირჩეოდა, ჰქონდა ის რაც დაბალ ფასიან მარტფონებსაც ჰქონდათ. სიახლეა Galaxy S8-ში, უკვე შეგვიძლია Hi-Res 32 ბიტიანი აუდიოს ფაილის მოსმენის შესაძლებლობა ყურსასმენებში, მაგრამ არ აქვს სტერეო აუდიო დინამიკები ან სტერეო აუდიო ფაილის ჩაწერის შესაძლებლობა ან კიდევ სტერეო აუდიოს ჩაწერა ვიდეო გადაღების დროს. უბრალოდ აქვს მაღალი ხმა დინამიკს, რომელიც არანაირ ხარისხს მიუთითებს. სასიამოვნოა სსახლეა ის, რომ სმარტფონებს AKG(HARMAN)-ს მაღალი ხარისხის ყურსასმენები მოყვება, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი დეტალია.

დაცვა:

თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერთან პარალელურად Galaxy S8/S8+-ს აქვს თვალის ბიომეტრიული სკანერი და სახის ამომცნობი სკანერი. ამდენი დაცვის სისტემა რა საჭიროა სმარტფონისთვის არ ვიცი, მაგრამ კარგი, იყოს ამ სმარტფონების დადებითი მხარე. ?

ხმოვანი ასისტენტი:

თქვენს წინაშეა ახალი ხმოვანი ასისტენტი Bixby, რომელიც სერიოზულ კონკურენციას უწევს Google-ის ხმოვან ასისტენტს, უფრო დახვეწილიც არის და ჭკვიანის! ინტეგრირებულია სმარტფონის აპლიკაციებთან, შეუძლია კამერის დახმარებით “Live” რეჟიმში ინფორმაციების მოძიება “ობიექტზე” და ფაქტობრივად შემოთავაზებულია კიდევ ერთი ჭკვიანი “რობოტი მეგობარი”.

DeX

სპეციალურ Dex დოკის დახმარებით Galaxy S8 შეგიძლიათ გადააქციოთ “სამაგიდე კომპიტერად”, რაც ცალკე ეკრანის, დოკის, კლავიატურის და მაუსის შეძენას მოითხოვს. კარგი სიახლება, მაგრამ არაპრაქტიკულიც.

შეჯამება:

საერთო ჯამში Samsung-ს გამოუვიდა ძალიან მაგარი სმარტფონი, რომელიც ახალი სიტყვაა სმარტფონების სამყაროში თავისი კომპაქტური დიზაინით და დახვეწილბით. ვნახოთ რამდენად გაამართლებს მოლოდინებს!

წყარო: review.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *