ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2019
Home > oops სიახლეები > თავბრუდამხვევი თავგადასავალი 3 იღბლიან მომხმარებელს Renault–ისგან

თავბრუდამხვევი თავგადასავალი 3 იღბლიან მომხმარებელს Renault–ისგან

827 ნახვა

Renault-ი მოხმარებელს ახალ განსაკუთრებულ მოდელს, Koleos სთავაზობს. ავტომობილზე ბრენდი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მისი რეკლამირებაც ისეთივე შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო, როგორც თავად ახალი პროდუქტი. ამისთვის Renault–მა დახმარება სააგენტო Publicis Conseil–ს სთხოვა. ერთად მათ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, Air France–ის ბიზნეს კლასის სამი მომხმარებელი შეარჩიეს და ფრენის დროს ვირტუალური ტესტ-დრაივის გავლა შესთავაზეს. წინადადება მაცდური აღმოჩნდა და სპეციალური სათვალის დახმარებით, მონაწილეებმა არაჩვეულებრივი ემოციები განიცადეს. თუმცა, კამპანია ამით არ დასრულებულა, ყველაზე მთავარი ფრენის დასრულების დროს დაიწყო. ის სიტუაციები, რაც Renault-ის რჩეულებმა ვირტუალურად იხილეს, აეროპორტში რეალურად გამოსცადეს და ბოლოს საჩუქრად მიიღეს ახალი ავტომობილის გამოცდის სიამოვნებაც.

 

წყარო: marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *