ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2019
Home > oops სიახლეები > Mercedes-Benz–ის “ცხოვრებისეული გაკვეთილები” ერთწლიან კამპანიაში

Mercedes-Benz–ის “ცხოვრებისეული გაკვეთილები” ერთწლიან კამპანიაში

791 ნახვა

Mercedes-Benz-მა, სააგენტო Antoni GmbH–თან ერთად, ერთწლიანი, საკმაოდ ამბიციური, პროექტი წამოიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით კამპანია მართლაც ხმამაღალია, მის მიმართ ინტერესი და მოლოდინიც საკმაოდ დიდია. “Grow Up“ – ასე ქვია ბრენდის სიახლეს, რომელიც იმ პროცესებს აღწერს, რაც ასაკის მატებას ყოველთვის თან  ახლავს. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას რომ Mercedes-Benz–ის ეს წამოწყება ერთგვარ ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც კი წარმოადგენს.

 
დაამთავრო უნივერსიტეტი, ნახო კარგი სამსახური, შექმნა ბედნიერი ოჯახი, იყო კარგი, სამაგალითო პიროვნება, პატივი სცე უფროსებს და ტრადიციებს… ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული ცხოვრების ერთგვარი წესებივითაა. თუმცა, დღევანდელ დროში რთულია განსაზღვრო, რას ნიშნავს კარგი სამსახური, ან რა არის ნამდვილი ბედნიერება, მითუმეტეს, რთულია ბედნიერი ოჯახის ცნების განსაზღვრა. ეს არამხოლოდ რიგითი ადამიანებისთვისაა რთული, არამედ დიდი, წარმატებული კომპანიებისთვისაც კი პრობლემატური საკითხებია, ძირითადად, ასეთ როლებში შეჭრას ბევრი ბრენდი თავს არიდებს. მიუხედავად ამისა, Mercedes-Benz–მა მაინც გადაწყვიტა ბედის გამოცდა, ამისთვის დახმარება ცნობილ რეპერს A$AP Rocky–ს სთხოვა, რომელიც უკვე მონაწილეობს 6 ახალ ვიდეორგოლში და როგორც ჩანს ეს მხოლოდ დასაწყისია.რას ნიშნავს კარგი სამსახური? რა სირთულეებთანაა მისი ნახვა დაკავშირებული ?

 
როგორ გამოიყურება და ოჯახი ურთიერთობები?

კარგი მშობელი… რას ნიშნავს იყო კარგი მშობელი? 
როგორ უნდა მიხვდე, როდის ხარ ჩამოყალიბებული და როდის გაქვს ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ნაპოვნი?

ოჯახის შექმნა, დიდი პასუხისმგებლობა და სერიოზული სირთულეები. 

წყარო: marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *