სამშაბათი, ოქტომბერი 22, 2019
Home > oops სიახლეები > AMD-იმ ყველაზე სწრაფი პროცესორი წარმოადგინა

AMD-იმ ყველაზე სწრაფი პროცესორი წარმოადგინა

746 ნახვა

22 თებერვალს, სან-ფრანცისკოში, კომპანია AMD-იმ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი პროცესორები სერიიდან Ryzen. აღსანიშნავია, რომ სერიაში შემავალი პროცესორები, სტატისტიკურად Intel-ის საფირმო i7 ოჯახის პროცესორებს სიმძლავრით უკან ჩამოიტოვებს. პროცესორები აგებულია არქიტექტურაზე – Zen, რომელზეც AMD-ის ინჟინრებმა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს. 8 ბირთვიანი 3-დან 4 Ghz-მდე სიხშირის მქონე Ryzen 7 პროცესორების ოჯახმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მაქსიმალური მაჩვენებელი აჩვენა აღნიშნულ კატეგორიაში.

ბენჩმარკზე – Cinebenc R15, ახალი ტიპის პროცესორმა არც მეტი, არც ნაკლები 1537 ქულა აიღო. პროცესორი დატვირთული იქნა 5.2 გიგაჰერცამდე, მის გაგრილებაზე კი თხევადი აზოტით იზრუნეს. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებელს 9%-ით ჩამორჩება საფირმო Intel Core i7 6900K, რომელიც ამ დრომდე იგივე კლასში საუკეთესო პროცესორად ითვლებოდა. ახალი ტიპის პროცესორის ფასი სრულიად მისაღები – 499 დოლარი იქნება, რაც გაცილებით იაფია Core i7-თან შედარებით, რომლის ღირებულებაც 1000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

გარდა სიმძლავრისა, აღსანიშნავია ენერგომოხმარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ლეპტოპებსა და სხვადასხვა პორტატულ მოწყობილობებში, რომელიც ბატარეებზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც, AMD-ის საფირმო პროცესორმა გაცილებით სწორი ენერგომოხმარება აჩვენა, ვიდრე Intel-ის პროდუქტმა.

პრეზენტაცია კომპანიის წარმომადგენელმა წარმართა. მისი განცხადებით, AMD უკვე საკმაოდ მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Google, Microsoft, Apple და სხვა. პრეზენტატორმა აღნიშნა Intel-ის მონოპოლიის შესახებ და დასძინა, რომ ისინი ამაყები არიან AMD-ის პროცესორების ბაზარზე დაწინაურებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *