ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2019
Home > oops სიახლეები > ველოსიპედის ინოვაციური საბურავები

ველოსიპედის ინოვაციური საბურავები

935 ნახვა

ველოსიპედის გასაბერმა საბურავმა შესაძლოა ნებისმიერ დროს მოგზაურობა ჩაგიშალოთ ან მისი დაშვებისა და შეკეთების გამო ძვირფასი დრო დაგაკარგვინოთ. თუმცა ველოსიპედისტებს ამჯერად შეუძლიათ არ ინერვიულონ საბურავის კამერის რემონტზე, რადგან კომპანია Nexo (შტატი იუტა, აშშ) შექმნა უკამერო საბურავები.

ასეთი საბურავები არ წარმოადგენს სიახლეს, თუმცა ისინი ფართოდ არ გამოიყენებოდა, ჩვეულებრივ საბურავებთან შედარებით ცუდი ამორტიზირებისა და სიხისტის გამო. ამ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, ნაპოვნია ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა. Nexo-ს მიერ წარმოებული უკამერო საბურავი მზადდება პოლიმერის შენარევებისაგან, რომელიც უზრუნველყოფს არამარტო იდეალურ ამორტიზაციის ბალანსს და სირბილეს, არამედ მის გამძლეობასაც. საბურავები იწარმოება ორი სხვადასხვა ფორმით: ერთი ნაწილი გათვლილია 3100 მილი მანძილის გავლაზე, ხოლო მეორე – 5000 მილის გავლაზე.

გარდა ამისა, კომპანია Nexo საკუთარ პროდუქციას აწარმოებს ერთ-ერთი ისეთი მატერიისგან, რომელის წყალობით საბურავების მეორადი გადამუშავება ძალიან მარტივია. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველწლიურად ასეულობით ტონა ველოსიპედის საბურავი და კამერა იყრება და გარემო ბინძურდება, ეს ტექნოლოგიური გამოგონება ნამდვილად წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიგვიძლია მივიჩნიოთ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *