ორშაბათი, სექტემბერი 23, 2019
Home > oops სიახლეები > ხელოვნების ადგილი სამყაროში

ხელოვნების ადგილი სამყაროში

775 ნახვა

e1839be18399e18398e18397e183aee18390e18395e18398-e1839ae18390e18393e1839d-e18392e183a3e18393e18398e18390e183a8e18395e18398e1839a

ხელოვნებათმცოდნეობა – ეს არის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც შეისწავლის ხელოვნებას, მის სხვადასხვა მიმართულებებს, იქნება ეს არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, მათი ურთიერთობა გარემოსთან, საზოგადოებრივ მხატვრულ კულტურას მთლიანად. ეს საკმაოდ ფართო თემაა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ესთეთიკურ აღზრდას, ეხმარება პიროვნებას საკუთარი თავის ძიების პროცესში და საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისათვის, ხელოვნებას ეკუთნის როგორც ხატვა, მუსიკა, ლიტერატურა, ფოტოგრაფია და არქიტექტურა, ასევე თმის სტილისტის პროფესია და კულინარია, ასე რომ ეს სფერო ყოველთვის იყო აქტუალური, ადამიანის განვითარებიდან დაწყებული დღემდე, პირველყოფილი ადამიანი კედელზე ხატავდა იმ გარემოს, რომელსაც ხედავდა, დღეს ადამიანს შეუძლია დამატებით ისიც დახატოს რაც არამც თუ არ უნახავს, შეიძლება არც არსებობდეს. ის გვაძლევ შესაძლებლობას აღვიქვათ სამყარო ისეთივე მრავალფეროვნად, როგორიც ის არის,  შევაფასოთ საკუთარი თავი და ადამიანები სულიერი ღირებულებებით, მისი მიზანია ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენა და განვითარება, ზნეობრივი თვისებების ჩამოყალიბება. ხელოვნების ისტორია ეს არის ცოდნის რთული კომპლექსი, რომელიც თავისთავში მოიცავს სახვითი და დეკორატიული ხელოვნების  ისტორიას და განვითარებას. ხელოვნების ისტორია – ეს არის მთელი კაცობრიობის მონაპოვარი.  ეს არის სულიერი კავშირი რომელიც აერთიანებს ყველაზე შორი შორს მდებარე ერებსაც კი, ხელოვნების გავლენა საკმაოდ დიდია ადამიანზე.

ხელოვნება საუკეთესო საშუალებაა ჩვენი კულტურის გადასაცემად და პიროვნული განვითარების მიზნით, თანამედროვე სამყაროში ადამიანს ერთხელ მაინც ექნებოდა შეხება ხელოვნებასთან იქნებოდა ეს ლიტერატურა, ფოტოგრაფია თუ კინოხელოვნება, მას საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს სამყაროში, ჩვენ ყოველთვის ვეხებით ხელოვნებას, ვსწავლობთ მას, როგორც საგანს სკოლაში, მაგრამ რა არის ჭეშმარიტი ხელოვნება ?! რას ნიშნავს იყო ხელოვანი ?! არის ეს უბრალო ნიჭი რომელსაც ვავლენთ სხვადასვა დარგებში, თუ ჩვენი შინაგანი მეს გამოვლინება ?! რას ფიქრობდა სალვადორ დალი როდესაც ულვაშებზე თაფლს ისვამდა, რათა ფუტკარი მოეზიდა, იყო ეს მისი შინაგანი მე, თუ თანამედროვე გაგების “ეპოტაჟი?!” ხელოვანობა ყოველთვის გულისხმობდა რაღაც განსაკუთრებულს და განსხვავებულს. “თავხედი ადამიანები ქმნიან ისტორიას”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *