პარასკევი, ნოემბერი 22, 2019
Home > საიხლეები > GearBest-ი 11 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით Intel-ის პროდუქციაზე გრანდიოზულ ფასდაკლებებს გვთავაზობს

GearBest-ი 11 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით Intel-ის პროდუქციაზე გრანდიოზულ ფასდაკლებებს გვთავაზობს

880 ნახვა

1 1 ნოემბერს ჩინეთი მარტოობის დღეს აღნიშნავს, უფრო კონკრეტულად კი დღეს, როდესაც  ადამიანი რომელსაც არ ჰყავს თავისი მეორე ნახევარი ამაყობს თავისი მარტოობის სტატუსით და ურთიერთობაში ფულის “უაზროდ ჩაყრის” ნაცვლად მიდის საშოპინგოდ.  ამ დღეს, ჩინეთში ძალიან ბევრი ფიზიკური და ინტერნეტ მაღაზია თავის მომხმარებელს ძალიან დიდ ფასდაკლებებს, სასაჩუქრო აქციებს და თვით საჩუქრებსაც სთავაზობს.

GearBest საკმაოდ ცნობილი ჩინური ინტერნეტ-მაღაზიის კომპანიაა, რომელიც უამრავ სხვადასხვა კატეგორიის ტექნოლოგიურ მოწყობილობებს ყიდის საუკეთესო ფასებით, გარდა ამისა, მაღაზია სხვებისგან გამონაკლისი არაა, ის 11.11 დღისთვის საკმაოდ აქტიურადაა მომარაგებული და მომზადებული სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებებით, სასაჩუქრე აქციებით და ისეთი მასშტაბური ფასდაკლებებით, რომლის დახმარებითაც მოხმარებელს გარკვეული დროის შუალედში შეეძლება პროდუქტი სულ რაღაც 0.99 ამერიკულ დოლარად ან თუნდაც უფასოდ იყიდოს!

მასობრივი ფასდაკლებებიდან Xiaomi-ს მოწყობილობები ფასის დიდი ვარდნით გამოირჩევა, მაგალითად კომპანიის ფლაგმანი Xiaomi Mi 5, რომელსაც გააჩნია 5 დიუმიანი ეკრანი, უსწრაფესი Snapdragon 820-ის პროცესორი, 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული/32 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება, 16 მეგაპიქსელიანი უკანა/4 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და USB Type-C შესაერთებელი, ღირს მხოლოდ და მხოლოდ 289.99 ამერიკული დოლარი, აქციის ფარგლებში კი მისი ფასი $259.99-მდე დაეცემა! მსგავსი ფასდაკლებაა Mi 5-ის გაძლიერებულ ვერსიაზე – Mi 5s-ზე, რომელსაც 5-ისგან განსხვავებით კიდევ უფრო სწრაფი Snapdragon 821-ის პროცესორი აქვს და 64  გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ის ღირს 335.99 ამერიკული დოლარი, აქციის ფარგლებში კი 316.99 ამერიკული დოლარი .

20160228t123223

კომპანიის პროდუქციის კიდევ ერთი მიმზიდველი პრეტენდენტი Xiaomi-ს Air 12 ლეპტოპია, რომელიც აღჭურვილია 12.5 დიუმიანი IPS 1080p ეკრანით, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული/ 128 გიგაბაიტიანი SSD შიდა მეხსიერებით, ორ ბირთვიანი Intel Core M3-ის პროცესორით, USB Type-C პორტებით, სწრაფი დამუხტვის 5000 მილიამპერიანი ბატარეით და Windows 10 ოპერაციული სისტემით. აღნიშნული ლეპტოპი გაიყიდება 579.99 ამერიკულ დოლარად, თუმცა აქციით მისი ფასი $509.99 იქნება!

201607281629111xbwm3r

Xiaomi-ს შესანიშნავი პროდუქციის და ფასდაკლებების გარდა, ინტერნეტ-მაღაზია Intel-თან თანამშრომლობით მომხმარებელს სთავაზობს Core M სერიის პროცესორების მქონე ლეპტოპებს და პლანშეტებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, სისწრაფით და ამავდროულად დაბალი ფასით, რომელიც 11.11 ფასდაკლებით კიდევ უფრო იაფი იქნება.

screenshot-241

Intel-ის სპეციალური შეთავაზებებიდან აღსანიშნავია “იყიდე 1 და მიიღე 1 უფასოდ” აქცია, რომლის ფარგლებში თუ მომხმარებელი გარკვეულ პროდუქტს შეიძენს, ის უფასოდ მიიღებს აქსესუარს, მაგალითად: Jumper EZpad 5SE-ს პლანშეტის ყიდვისას მომხმარებელი უფასოდ მიიღებს პლანშეტისათვის განკუთვნილ კლავიატურას, რომელიც ზოგადად პროდუქტისგან ცალკე იყიდება.

ასევე პირველი 200 მყიდველისთვის სპეციალური კუპონები Intel-ისგან, რომლითაც მომხმარებელი მიიღებს საჩუქრებს ან სპეციალურ ფასდაკლებებს სხვა პროდუქციაზე.

გარდა ლეპტოპებისა და პლანშეტებისა, საკმაოდ დიდი ფასდაკლებებია სხვა კატეგორიის ტექნიკაზე და აქსესუარებზეც, ამრიგად გირჩევთ თავად გადახვიდეთ GearBest-ის საიტზე და დაათვალიეროთ სრული კატალოგი.

თუ გამოწერას გადაწყვეტთ, გირჩევთ გადამზიდ კომპანია – Transporter-ს, რომელიც პირველი ქართული ექსპრეს გადამზიდია ჩინეთიდან და თქვენს ამანათს ძალიან სწრაფად და მარტივად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, 1-2 კვირაში ჩამოიტანს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *