ოთხშაბათი, ნოემბერი 20, 2019
Home > საიხლეები > Galaxy S8-ს სრულიად ახალი დიზაინი და მრავალი ტექნოლოგიური სიახლე ექნება

Galaxy S8-ს სრულიად ახალი დიზაინი და მრავალი ტექნოლოგიური სიახლე ექნება

893 ნახვა

ძალიან ბევრი წყაროს დაყრდნობით, Samsung თავის ახალ ფლაგმანურ სმარტფონში რადიკალური ცვლილებების შეტანას აპირებს. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, დიზაინს ეხება. Galaxy S8 უნდა იყოს კომპანიის უდიდესი დიზაინერული ცვლილება, რომელიც შეცვლის Samsung-ის ფლაგმანური სმარტფონის მთელ კონცეპციას და მასში გამოიყენებს უახლეს ტექნოლოგიას და ტექნოლოგიურ მიღწევებს.

დიზაინერული ცვილებებიდან ეკრანი 5.7 და 6.2 ინჩამდე გაიზრდება, თუმცა მოწყობილობის ეკრანი მთელს კორპუსზე იქნება გადაჭიმული, წინა პანელის 90% მხოლოდ და მხოლოდ ეკრანი იქნება, ისევე როგორც Xiaomi-ს Mi MIX სმარტფონში ვიხილეთ, ამრიგად ამჟამინდელ S7 და S7 edge-ის კორპუსში ჩაეტევა ამხელა ეკრანი, კორპუსის ზომა კი არ შეიცვლება. ერთხელ და სამუდამოდ გაქრება ფიზიკური წკაპუნა ღილაკი და შეცვლილი იქნება სენსორულ წინა ღილაკზე, ან სულაც ეკრანზე, თითის ანაბეჭდის სენსორი კი ეკრანშივე იქნება ჩაშენებული. გვერდითა ჩართვა/გამორთვის, ხმის აწევა/დაწევის ღილაკებიც კი შეიცვლება სენსორულით. რამდენად პრაქტიკულია ასეთი გადაწყვეტილება უცნობია, თუმცა ასეთი რამ ჯერ არცერთ სმარტფონზე გვინახავს. Samsung და Viv-ის ახალ ასისტენტის – Bixby-ზე გაჟონილი ინფორმაციის დაყრდნობით კი, სმარტფონს ასევე ექნება ხელოვნური ასისტენტისათვის გამოყოფილი სენსორული ღილაკი კორპუსზე.

Galaxy S8-ის კონცეპტი (რეალური დიზაინი არ არის)
Samsung Galaxy S8-ის კონცეპტი (რეალური დიზაინი ეს არ არის)

 

დიზაინერული ცვლილებების გარდა, კომპანიას რა თქმა უნდა შიდა კომპონენტების გაძლიერებაც სურს, ერთ-ერთი ასეთი კომპონენტი არის ეკრანი, რომელიც Samsung-ს ყოველთვის საუკეთესო აქვს, თუმცა ფლაგმანის შემდეგ თაობაში კომპანია გეგმავს უახლესი ტიპის M8 სერიის OLED მატერიის ეკრანის გამოყენებას, რომელსაც Galaxy S7/S7Edge და Note 7-ის M7 OLED მატერიასთან შედარებით უფრო გაძლიერებული ცხოვრების ციკლი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა შეგვიძლია დავემშვიდობოთ Amoled-ის უდიდეს ნაკლს – ლურჯი პიქსელის დამწვრობას.
ეკრანის რეზოლუცია დიდი შანსით ისევ 2K დარჩება, რადგანაც სმარტფონში სულაც არაა 4K საჭირო ენერგო-ეფექტულობის და პრაქტიკულობის მხრივ.

კომპანია ასევე გეგმავს უსადენო დამუხტვის 1 ბეჭდიდან, რომელიც წარმოდგენილია S6, S7-ები და Note 7-ში, 3 დამუტვის ბეჭდამდე გაზრდას, რაც უზრუნველყოფს სმარტფონის გაცილებით უფრო სწრაფად დამუხტვას უსადენოდ და უფრო დიდ მანძილზე, ამრიგად, აღარ იქნება საჭირო სმარტფონის უსადენო დამტენზე ზუსტად დადება, ის პატარა აცდენის შემთხვევაშიც უპრობლემოდ დაიტენება.

ამ უამრავი ინოვაციური ცვლილებების და Note 7-ის პრობლემების გამო, ბოლო ინფორმაციის დაყრდნობით, Galaxy S8-ის გამოსვლა აპრილამდე გადაიდება, რათა კომპანიამ შესძლოს მოწყობილობის უფრო გრძელვადიანი ტესტირების ჩატარება, რათა არ გაიმეოროს Note 7-ში დაშვებული შეცდომები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *