Home > საიხლეები > Huawei Mate 9 და Mate 9 Porsche Design: სად მთავრდება ოცნება და იწყება რეალობა

Huawei Mate 9 და Mate 9 Porsche Design: სად მთავრდება ოცნება და იწყება რეალობა

764 ნახვა

Huawei-მ წლის ყველაზე დახვეწილი და მძლავრი სმარტფონები Mate 9 და Mate 9 Porsche Design-ი წარმოგვიდგინა, რომლებიც ნამდვილად საოცნებო სმარტფონებია და რომლებიც აკმაყოფილებენ ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებლის მოთხოვნებს! მე ამ სტატიაში მოგიყვებით რა შემოგვთავაზა Huawei-მ ამ შესანიშნავი სმარტფონების სახით.

Mate 9 წარმოდგენილია 5.9 დიუმიანი IPS LCD 2.5D FHD რეზოლუციის Gorilla Glass 4-ის დაცვის მქონე ეკრანით, რომელიც გამოირჩევა მაღალი კონტრასტით და იდეალური ხედვის კუთხით. მისი კორპუსის ზომა სიგრძეში 156.9 მილიამეტრია, სიგანეში 78.9 მილიმეტრი და სისქეში 7.9 მილიმეტრი. დიზაინი კომპაქტური, დახვეწილი და კომფორტულია, ეკრანი კორპუსის წინა პანელზე 78 პროცენტამდე ადგილს იკავებს.

pic_phone1

სიახლე შეეხო კამერებსაც და ამჯერად ჩვენ გვხდება 20 მეგაპიქსელიანი Sony-ს წარმოებული მონოქრომული სენსორი და 12 მეგაპიქსელიანი ისევ Sony-ს წარმოებული RGB სენსორი, რომელიც წარმოდგენილია F2.2 დიაფრაგმიანი LEICA-ს ბრენდის ლინზებით. კამერის შემადგენლობაში ასევე არის ლაზერული ავტოფოკუსი, 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი, სიღრმის ავტოფოკუსი, გადაღების შემდეგ მონიშვნადი ავტოფოკუსი, 2x ჰიბრიდულ-ოპტიკური ზუმი, ოპტიკური სტაბილიზაცია და 4K ვიდეო გადაღება. წინა კამერად წარმოდგენილია Sony-ს 8 მეგაპიქსელიანი სენსორი F1.9 დიაფრაგმით.

pic_camera_01

სმარტფონის ჩიფსეტად წარმოდგენილია Huawei Kirin 960, რომლის ცენტრალური პროცესორის შემადგენლობაშიც შედის 4 მძლავრი Cortex A73-ის ბირთვი 2.4 გიგაჰერც სიხშირით და 4 დაბალი წარმადობის Cortex A53-ის ბირთვი 1.8 გიგაჰერც სიხშირით, ხოლო გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 8 ბირთვიანი Mali-G71. ჩიფსეტის შემადგენლობაში ასევე გვხდება i6-ის ქვე-პროცესორი, კამერის და აუდიო პროცესორები.

pic_phone1-1

სმარტფონში წარმოდგენილია 4000 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც სრული დატენვის შემთხვევაში 30 საათი გაძლებს საუბრის რეჟიმში, 20 საათი გაძლებს  4G ინტერნეტში მუშაობის რეჟიმში, 20 საათი გაძლებს ვიდეოს ყურების რეჟიმში და 105 საათი გაძლებს მუსიკის მოსმენის რეჟიმში. სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის დახმარებით თქვენ გეყოფათ სმარტფონი საშუალო დონის გამოყენების შემთხვევაში ერთ სრულ დღეს, თუ მას დამუხტავთ 20 წუთის განმავლობაში.

pic_manhattan_security_phone

თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი კიდევ უფრო ასწრაფდა, თუმცა Huawei ამ სმარტფონის გამოშვებამდეც გამოირჩეოდა ყველაზე სწრაფი თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერით.

pic_phone3

სმარტფონის შესანახი მეხსიერება წარმოადგენს 64 გიგაბაიტს UFS2.1 ტექნოლოგიით, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 256 გიგაბაიტით, ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტიანია LPDDR4 ტექნოლოგიის 1800 მეგაჰერც სიხშირით და ოპერაციული სისტემა გახლავთ Android 7.0 EMUI5.0-ის სამომხმარებლო ინტერფეისით.

ნამდვილი სიახლე Mate 9-ის ტოპ ვერსია გახლავთ Porsche-ს დიზაინით და ბრენდირებით, რომელიც ძალიან ძვირად ფასობს და ის სულ რაღაც 1359 ევროს შეადგენს (Mate 9-ის ფასი  არის 699 ევრო). უფროსი ძმისგან აღნიშნული მოდელი სულ რამდენიმე დეტალით განსხვავდება და ეს დეტალები არის: 5.5 დიუმიანი 2K რეზოლუციის Dual EDGE AMOLED ეკრანი, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი წინა პანელზე, 6 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება და 256 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება.

porsche-design-huawei-mate-9-768x682

საერთო ჯამში Huawei-ს სმარტფონები შეიძლება ჩაითვალოს წლის საუკეთესო სმარტფონებად დახვეწილი დიზაინის, ძალიან კარგი კამერის, მძლავრი ტექნიკური მახასიათებლების და სტაბილურობის გათვალისწინებით, ყოველგვარი ამაღლებული გრძნობების და ეუფორიის გარეშე.

Huawei ასევე გვპირდება, რომ 18 თვე სმარტფონი შეინარჩუნებს იმ სისწრაფეს და სტაბილურობას, რაც ექნებათ მომხმარებლებს შეძენის მომენტში და ასევე მინდა ავღნიშნინო რომ Huawei-ს აქვს 2 წლიანი განახლების დრო სმარტფონებზე, რომელიც ტობ ბრენდების ფლაგმანური სმარტფონების სტანდარტია.

Huawei არის ბრენდი, რომელიც ტოპ ბრენდებში ყველაზე წრაფად განვითარებადი, ყველაზე სწრაფად მზარდი და მომხმარებელზე მორგებულია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *