ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2019
Home > საიხლეები > სამსუნგი ბაზრიდან 2.8 მილიონ სარეცხ მანქანას გამოითხოვს

სამსუნგი ბაზრიდან 2.8 მილიონ სარეცხ მანქანას გამოითხოვს

870 ნახვა

Note 7 – ის მარცხის შემდეგ Samsung  ვერ ახერხებს “წუმპედან” ამოსვლას, რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კომპანიის ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიური სარეცხი მანქანები მუშაობის დროს უეცრად ფუჭდებოდა და შეიძება აფეთქებულიყო. 

სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოეის ორგანიზაციამ კი 4 ოქტომბერსგამოაცხადა, რომ Samsung – ის მიერ წარმოებული ზემოთ ხსენებული საერეცხი მანქანა მომხმარებლისთვის საზიანო შეიძლება გამხდარიყო. Samsung – მა კი ის მოდელები გამოითხოვა, რომელიც 2011 წლის მარტისა და 2016 წლის ნოემბრის შუალედში იყვნენ ნაწარმოებნი.

Samsung – მა მიიღო 9 საჩივარი, ერთ-ერთი მათგანი კი მოტეხილ ყბას ეხებოდა, ასეევე დაზიანებულ მხარს და ა.შ. ყოველივე ეს კი Samsung – ის უსაფრთოხების კონტროლის სისტემას თავის პროდუქციაზე ეჭვქვეშ აყენებს, რაც, შესაბამისად, დიდი ზიანის მომტანია მისი რეპუტაციისთვის.

Samsung – მა თავის მომხმარებლებს შესთავაზა სარეცხი მანქანის უფასო შეკეთება სახლში მისვლით, ან ფასდაკლებას თუ იგი გადაწყვეტს Samsung – ის  ან სხვა კომპანიის სხვა სარეცხი მანქანის შეძენას. Samsung – მა თქვა, რომ ფასდაკლების თანხა დამოკიდებული იქნება სარეცხი მანქანის მოდელსა და გამოშვების დროზე, ხოლო იმათ, ვინც სარეცხი მანქანა უახლოესი 30 დღის განმავლობაში შეიძინეს, ისინი სრულ Cash Back – ს მიიღებენ.

როგორც Note 7 – ის შემთხვევაში Samsung თხოვს თავის მომხმარებელს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, დარჩნენ კომპანიისადმი ლოიალურები, ხოლო ვინც თავისი სარეცხი მანქანის სანაცვლოდ ისევ Samsung – ის სხვა სარეცხ მანქანას აირჩევს მიიღებს “additional loyalty incentive up to 150$”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *