ორშაბათი, სექტემბერი 23, 2019
Home > საინტერესო ფაქტები > როგორ აშენდა ბოიარდის ციხესიმაგრე

როგორ აშენდა ბოიარდის ციხესიმაგრე

862 ნახვა

ციხესიმაგრის მშენებლობის ისტორია ჯერ კიდევ შორეულ 1666 წელს დაიწყო მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტის მეფობის დროს.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა გასცა ბრძანება აეგოთ ხომალდები ქალაქ როშფორთან ახლოს, რომელიც განლაგებული იყო მდინარე შარანტის
სანაპიროზე. სწორედ მაშინ შეიქმნა საჭიროება აეგოთ ციხესიმაგრე შუა უბეში, რომელიც სანაპიროზე მყოფ ბატარეებთან ერთად განახორციელებდა ცეცხლოვან ბლოკადას მტრის ხომალდების წინააღმდეგ.
image

მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტემ პროექტის შედგენა და მშენებლობის წარმართვა დაავალა ცნობილ მშენებელ-არქიტექტორ სებასტიან ვობენს, თუმცა მისგან სასტიკი უარი მიიღო. არქიტექტორმა მეფეს პირში
მიახალა სიტყვები:” სირ, უფრო იოლია მთვარეს მისწვდე, ვიდრე ასეთ
ადგილას ციხესიმაგრე ააშენო”.

image

XIX საუკუნეში ამ ადგილას ციხესიმაგრის აშენება უკვე აღარ იყო ისეთი არარეალური,
პროექტის აქტუალურობა კი ისევ იდგა დღის
წესრიგში, რადგან ნაპოლენის საგარეო პოლიტიკის კურსმა გაართულა საფრანგეთის
ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან.

image

მშენებლობა დაიწყო 1801 წელს. იმის წყალობით, რომ მშენებლობის ადგილზე ქვიშის
მყარი გრუნტი იყო, დაიწყეს მასზე ფუნდამენტის აშენება ქვის ბლოკების დაწყობით.
მაგრამ თავისი სიმძიმის გამო ეს ბლოკები ღრმად ჩაეფლო მოძრავ ქვიშაში და ფუნდამენტის აგება ძალზე გაჭიანურდა.
1809 წელს მშენებლობა სრულიად გაჩერდა და განახლდა მხოლოდ 1837 წელს, მეფე
ლუი ფილიპ I-ის მეფობის დროს, რადგან მისი მმართველობის პერიოდში ინგლისთან ურთიერთობა ისევ დაიძაბა.

image

მშენებლობა გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს და მხოლოდ 20 წლის შემდეგ
დამთავრდა.

image

ციხესიმაგრე საკმაოდდიდი ფართობის გამოვიდა: სიგრძე-68 მეტრი, სიგანე -31 მეტრი და სიმაღლე-20 მეტრი. ფორტის გარნიზონი 250 ადამიანისაგან შედგებოდა, თუმცა მისი აგების დასრულების შემდეგ შენობამ უკვე დაკარგა თავის პირვანდელი დანიშნულება.
image

ალბათ ყველა თქვენგანისთვის კარგადაა ცნობილი, ბოიარდის ციხესიმაგრის ახალი
დანიშნულება. აქ საინტერესო სათავგადასავლო გადაცემების
ჩაწერა და გადაღება ხდებოდა, სადაც
მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ღებულობდნენ მონაწილეობას მსურველები, ეს
გადაცემა ძალიან პოპულარული იყო წლების განმავლობაში.

imageimageimage
imageimageimageimageimageimage

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *