ვანში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ქვეითებს დაეჯახა – 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა

ვანის რაიონის, სოფელ ზეინდარში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დააჯახა. შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაშავებული სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3
2
(Visited 2,143 times, 3 visits today)

კომენტარები