არჩილ თალაკვაძე – ჩვენი მონაცემებით, გივი ჭიჭინაძემ დამაჯერებლად მოიგო

ვანსა და ხონში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში ჩატარდა და დასრულდა. ჩვენი მონაცემებით, ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად მოიგო. გივი ჭიჭინაძის შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 50%-ს, – განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომ.

მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს. “მადლობა მხარდამჭერებს, ველოდებით უკვე ხმების დათვლის ოფიციალურ შედეგებს”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვანსა და ხოში საარჩევნო უბანები 20:00 საათზე დაიხურა. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი, მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი – საინიციატივო ჯგუფის მიერ.

არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია „საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, „ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟრიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

 

წყარო: amgebi.ge

0
0
(Visited 140 times, 1 visits today)

კომენტარები