10 ქვეყანა, სადაც ქალად ყოფნა ნამდვილი სიამოვნებაა!

New and World Report-მა ქალებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ სიის შესადგენად 80 ქვეყანაში 9000 ქალი გამოიკითხა. რეიტინგში გაითვალისწინეს 5 რამ: ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, შემოსავლების თანაბრობა, უსაფრთხოება და პროგრესი.

10. ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. 1980 წლიდან ის უბირთვო ზონადაა გამოცხადებული. ქვეყანაში არაა რაიმე ბუნებრივი საფრთხე. ფაუნა არ შეიცავს არანაირ შხამიან გველებსა და სახიფათო გარეულ ცხოველებს. ასევე, თითქმის არაა სისხლისმსმელი მწერები.
ახალი ზელანდია მსოფლიო ლიდერია შშმ პირებისთვის პირობების შექმნის ხაზით.
ქუჩებში სანიმუშო სისუფთავეა. აქ უფრო მეტი სისუფთავეა, ვიდრე შვეიცარიაში. გამვლელები ქალაქშიც კი ესალმებიან უცნობებს – ასეთი წესი აქვთ.

9. ავსტრია


შემოსავლების მაღალი დონე, მოქალაქეობის საკითხში, მეწარმეობასა და მემკვიდრეობაში სქესთა თანასწორობა. ვალსი, სამთო-სათხილამურო სპორტი და ტორტი „ზაჰერი“ – აი, პირველად რა მოდის თავში ავსტრიის ხსენებისას.
ავსტრიელებს არსად ეჩქარებათ. ჯანმრთელი კვება ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ავსტრიელი ქალების მხოლოდ 20%-ს აქვს წონასთან დაკავშირებული პრობლემები. 20:00-ის შემდეგ ქალაქის ქუჩებში მხოლოდ ტურისტები რჩებიან, ადგილობრივები დროს მეგობრებისა და ნათესავების წრეში ატარებენ.
ქალებს ავსტრიაში არ უყვართ კოსმეტიკის ხმარება – სახის კანს უფრთხილდებიან. ამას გარდა, ძალიან მყვირალა ჩაცმულობა ვულგარულად აღიქმება.

8. ავსტრალია

აქ სიცოცხლის ძალიან მაღალი ხანგრძლივობაა. უკანასკნელ წლებში ქალებს მეტი წამყვანი ადგილი უკავიათ ხელისუფლებაში, კომპანიებსა და უნივერსიტეტებში. მთავარია პატიოსნება ადამიანებსა და ბიზნესში.
ავსტრალიელებს ახასიათებთ მაღალი ინდივიდუალიზმი, ექსცენტრიკულობა. ისინი კრიტიკულად უყურებენ ნებისმიერ ავტორიტეტს. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები აქ არ უყვართ.
თუ სტუმრად დაგპატიჟეს, დასალევი თან უნდა წაიღოთ – აქ ეს კარგ ტონად ითვლება.

7. შვეიცარია

2017 წლისთვის შვეიცარია საცხოვრებლად ყველაზე საუკეთესო ქვეყნად აღიარეს. აქაურ პარლამენტში უმრავლესობა ქალია. შვეიცარიელი – ეს არის ერთდროულად პედანტური და საქმიანი გერმანელი, ემოციური იტალიელი და დახვეწილი ფრანგი. შვეიცარიელები მორიდებულები არიან ქუჩაში და მოურიდებლები დასვენებისას. ტრანსპორტი ძალიან ზუსტად მოძრაობს.
აქ ხშირია უმიზეზოდ მეგობრული შეხვედრები. პროდუქტებს მასპინძელი სახლის დიასახლისი ყიდულობს, კერძებსაც ის ამზადებს. არჩევენ მეგობრებსა და ნათესავებს: ეს ურთიერთობის ორი განსხვავებული წრეა. ბავშვი სკოლაში სწავლის დაწყებამდე 40 წუთით ადრე უნდა მივიდეს. ის სკოლის სასადილოში საუზმობს და უკვე შემდეგ ადის საკლასო ოთახში.

6. ფინეთი

ფინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. აქ ქალები ხარისხიან განათლებას შედარებით ადვილად იღებენ, სხვაობა ხელფასებში კი სქესთა შორის მინიმალურია. ფინური ტრადიციით ხმამაღალი საუბარი მდაბიურობის ნიშანია.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ სტუმრებს. აქ მზადება ხშირად 2 კვირას გრძელდება: მენიუსა და პროგრამის შედგენა, საჩუქრების მომზადება და სხვა.
სქესთა შორის ურთიერთობა თანასწორობასა და პარტნიორობას ეფუძნება. აქ რესტორანში ყველა თავის ხარჯს იხდის.

5. კანადა

კანადის ხელისუფლება ქალთა უფლებებს ქვეყნის შიგნით და საგარეო დონეზეც იცავს. კანადელი ქალები მაკიაჟს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხმარობენ. აქ ფეხის ქირა დანახარჯის 10-15%-ს აღწევს. ფეხის ქირას აძლევენ ოფიციანტებს, ტაქსის მძღოლებს, დალაქებსა და სასტუმროს მომსახურე პერსონალს.
კანადელები თავს დამოუკიდებელ ადამიანებად მიიჩნევენ. აქ მეგობარი ჰქვია ადამიანს, რომელიც დროის გარკვეულ შუალედში თქვენ გვერდით აღმოჩნდა: კოლეგა სამსახურში, სწავლასა და სპორტში, მეზობელი.

4. ნიდერლანდები

ორსულ ქალს ორსულობისა და მშობიარობის პერიოდისთვის ექთანი ეკუთვნის და მის მომსახურებას დაზღვევა ფარავს. ნიდერლანდების პოლიტიკა მიმართულია სქესთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ნიდერლანდები თქვენი ქვეყანაა, თუ:
ჯანმრთელი ხართ. ჰოლანდიელები ზამთარშიც კი თხლად იცვამენ.
გიყვართ ველოსიპედი. ამსტერდამში ველოსიპედების რაოდენობა მცხოვრებთა რიცხვს აჭარბებს.
არ გიყვართ ცხელი სადილები. ჰოლანდიელის სადილი, როგორც წესი, სენდვიჩებისგან შედგება.
გიყვართ ყვავილები. აქ ყვავილები ძალიან იაფი და საუკეთესო ხარისხისაა.
მაღალი ხართ. ჰოლანდიელები მსოფლიოში ყველაზე მაღლები არიან. მათი საშუალო სიმაღლე 182 სანტიმეტრია.
ინიციატივას იჩენთ ურთიერთობისას. ჰოლანდიაში ქალის მიმართ კაცის მხრიდან ინიციატივის გამოჩენა მიღებული არაა.

3. ნორვეგია

ნორვეგიაში ქალებს ორსულობისას 35-კვირიანი შვებულება ეკუთვნით სრული ანაზღაურებით. ანდა 45 კვირა 80%-იანი ანაზღაურებით. 1980 წლიდან მთავრობაში თანამდებობათა ნახევარი ქალებს უკავიათ.
ნორვეგიაში გადასახლებისას მზად იყავით:
ნორვეგიის ხელისუფლება ყოველი ახალი წიგნის 1000 ეგზემპლარს ყიდულობს და საჯარო ბიბლიოთეკებს უნაწილებს.
მამაკაცებს 14-კვირიანი დეკრეტული შვებულება ეკუთვნით.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხუცებს ადგილს არ უთმობენ, რათა ამით მათ მიმართ საკუთარი უპირატესობა არ გამოხატონ.
სამუშაო დღე იწყება 10:00-ზე და მთავრდება 15:00-ზე ანდა 16:00-ზე. არის სადილზე შესვენება და ორი შესვენება ჩაის დასალევად.

2. დანია

დანიაში განათლება და ჯანდაცვა, ფაქტობრივად, უფასოა. სწორედ აქაა ცოლ-ქმრის მიმართ ყველაზე მოქნილი საოჯახო პოლიტიკა.
დანიის თავისებურებები:
სამუშაო დღე იწყება 8:00-ზე და მთავრდება 16:00-ზე.
ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტია ველოსიპედი.
ავტობუსები გაჩერებაზე მარჯვნივ იხრებიან, რათა მოხუცები და ბავშვიანები ადვილად ავიდნენ.
სახლის დალაგება, ჭურჭლის რეცხვა, მაღაზიაში სიარული და ბავშვის მოვლა მამაკაცებისთვის ჩვეულ საქმიანობად ითვლება.
შენობათა მაქსიმალური სიმაღლე 6 სართულია.

1. შვედეთი

შვედეთში ქალთა დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სტუდენტების 60%-ზე მეტი ქალია. მათვე ხელმძღვანელი თანამდებობების მეოთხედი უკავიათ.
თუკი შვედეთში ცხოვრებას გადაწყვეტთ, მაშინ მოემზადეთ:
შეიყვაროთ „ფიკა“. „ფიკა“ – ეს ნიშნავს დალიოთ ყავა მეგობრებთან, მიირთვათ ნამცხვარი და იჭორაოთ. სამუშაოზე „ფიკა“ კვირაში რამდენჯერ ხდება, შესაძლოა, ყოველდღეც. „ფიკას“ გამოტოვება ცუდ ტონად ითვლება.
ივნისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე ქვეყანა შვებულებაზე იკეტება.
მიირთვათ ტკბილეული. ყოველ შაბათს საშუალო სტატისტიკური შვედური ოჯახი ტელევიზორის წინ 1,2 კილოგრამამდე ტკბილეულს მიირთმევს.
ადრე გაიღვიძოთ და დაწვეთ დასაძინებლად. ქუჩები 21:00-სთვის უკვე ცარიელია, ბარები კი შუაღამის შემდეგ ცარიელდება. აქ დღის ზუსტი განაწესი უყვართ და გლეხურ ტრადიციებზე უარი ჯერ კიდევ ბოლომდე არ უთქვამთ.

წყარო: morethanonelife.com
0
0
(Visited 25 times, 1 visits today)

კომენტარები