„გლოვის ღამე” ტყიბულში

ტრაგიკულად დაღუპულ ექვს მეშახტეს ტყიბულში “გლოვის ღამით” ემშვიდობებიან.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ.

“გლოვის ღამეში” მონაწილეობას გარდაცვლილი მეშახტეების ნათესავები, მეგობრები, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები იღებენ.

აქციას არ აქვს პროტესტის სახე და აქციის მონაწილეები რაიმე მოთხოვნებს არ აყენებენ.

ტრაგიკულად დაღუპულ ხუთ მეშახტეს ხვალ, ერთ დაღუპულს კი ხუთშაბათს დაკრძალავენ.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი მეშახტე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

წყარო: topnews.com.ge

0
0
(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები