ერთი ჩვეულებრივი გამოძახების წარმოუდგენელი ისტორია Samsung–სგან

Samsung–ის არაერთი კარგი ვიდეორგოლი გვინახავს, თუმცა, საახალწლოდ შექმნილი ეს ნამუშევარი ნამდვილად შთამბეჭდავია. 4 წუთიანმა ვიდეომ, სულ რამდენიმე დღეში 30 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ბრენდმა ახალი, ძალიან თბილი და ემოციური ისტორია სახლში მომსახურების სერვისზე გადაიღო, თუმცა, გაცილებით მეტი ჩადო მასში, ვიდრე უბრალოდ გამოძახებისას ადგილზე მისვლა და გაფუჭებული ტექნიკის შეკეთებაა.

მოქმედება ინდოეთში ხდება. ამიტი Samsung–ის თანამშრომელია, რომელსაც თითქმის ყოველდღე ძალიან დიდი მანძილის გავლა უწევს მხოლოდ იმიტომ, რომ პროგრამულად არეული სმარტფონი ან ტელევიზორი გაუსწოროს მომხმარებელს. სწორედ, მორიგი ასეთი გამოძახება მიიღო ამიტმა გოგონასგან, რომელიც ქალაქიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდა და დიდი მორიდებით ითხოვდა სასწრაფოდ ტელევიზორის შეკეთებას. დიდი თავგადასავლების შემდეგ, როგორც იქნა, გოგონამდე მისულ ამიტს სრულიად წარმოუდგენელი ამბავი დახვდა. ეს, მთელი მისი კარიერის განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი შესრულებული დავალება იყო.

0
0
(Visited 15 times, 1 visits today)

კომენტარები